რომ გავარკვიოთ რამდენად მოვწონვართ ჩვენთვის სასურველ ადამიანს. თუმცა ამ მეთოდებს შორის, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე უტყუარი ამ საკითხის ასტროლოგიური კუთხით გაშლაა. ამიტომ თუკი თქვენ პოტენციური ინტერესის ობიექტის ზოდიაქოს ნიშანი იცით, მარტივად გაარკვევთ რამდენად ეპიტნავებით მას...
ვერძს თუ მოსწონხართ, საკუთარი დროის (რომელიც ძალიან ძვირად უღირს) დიდ ნაწილს თქვენ დაგითმობთ.
კუროს თუ მოსწონხართ, გემრიელ სადილზე დაგპატიჟებთ.
ტყუპს თუ მოსწონხართ, საათობით არ მობეზრდება თქვენთან პირადად თუ ტელეფონზე ლაქლაქი.
კირჩხიბს თუ მოსწონხართ, აუცილებლად გაგაცნობთ საკუთარ ოჯახს და გენეოლოგიას. დაინტერესდება ასევე თქვენით.
ლომს თუ მოსწონხართ, ქალაქის ყველაზე ძვირიან რესტორანს დახურავს თქვენს მოსახიბლად.
ქალწულს თუ მოსწონხართ, იზრუნებს თქვენზე დღე და ღამე.
სასწორს თუ მოსწონხართ, ლექსებს მოგიძღვნით.
მორიელს თუ მოსწონხართ, სისხლს გაგიშრობთ ამ სიტყვის პირდაპირი და არაპირდაპირი გაგებით.
მშვილდოსანს თუ მოსწონხართ, აუცილებლად დაგპატიჟებთ სამოგზაუროდ.
თხის რქას თუ მოსწონხართ, სამსახურს გააცდენს თქვენთვის (ეს დიდი რამეა თხის რქისთვის).
მერწყულს თუ მოსწონხართ, შეიძლება გეგონოთ, რომ საერთოდ არ აინტერესებთ.
თევზებს თუ მოსწონხართ, მზად იქნება საათობით ისმინოს თქვენი წუწუნი და თავის შეცოდება.