იშვიათად სჩვევიათ საკუთარ აზრებსა და ემოციებში ხანგრძლივი გაურკვევლობა. ამიტომ ურთიერთობის საწყის ეტაპზევე ხვდება მამაკაცი, პოტენციურ პარტნიორთან რომანი მოკლევადიანი იქნება თუ მენდელსონის მარშით დასრულდება მისი ხანგრძლივობა. თუმცა, საიმისოდ, რომ ზემოთ ხსენებული მარშისთვის ნოტები თავად შეარჩიოთ, კარგი იქნება, ამ სტატიას გადახედოთ და ამა თუ იმ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამრის ხასიათში, განსაკუთრებული თავისებურებები გაითვალისწინოთ.
ვერძი
თავი რომ შეაყვაროთ:
- ქალური,
- ვნებიანი,
- საკუთარი თავის რწმენით სავსე,
- კრეატიული,
- დიპლომატიური;
თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:
- გააღვივოთ მისი აგრესია,
- შეიტანოთ ეჭვი მის ვაჟკაცობასა და სიმამაცეში,
- იცინოთ მის გულუბრყვილობაზე,
- იყოთ უფრო აქტიური ვიდრე ის,
- გააკონტროლოთ.
კურო
თავი რომ შეაყვაროთ:
- მაცდუნებლად მომხიბვლელი,
- ერთგული,
- ნაზი,
- გაწონასწორებული და მშვიდი,
- კარგი დიასახლისის თვისებებით;
თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:
- სხვა მამაკაცების ხსენებაც კი,
- ხანგრძლივი დროით მისი მარტო დატოვება,
- მისი შემოსავლის უთავბოლოდ ფლანგვა,
- სიცილი, როცა ის პირველ სიყვარულს იხსენებს,
- მისი იმედების გაცრუება.
ტყუპი
თავი რომ შეაყვაროთ:
- კარგი ფანტაზიის უნარის მქონე,
- ცოტა შერეკილი,
- კრეატიული,
- არასტანდარტული,
- კომუნიკაბელური;
თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:
- გადამეტებული სერიოზულობა,
- მესაკუთრული გრძნობების გამოვლენა,
- მისი თავისუფლების შეზღუდვა,
- მისი გატაცებების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება,
- უკმაყოფილების გამოხატვა მისი ხასიათის ზედაპირულობის გამო.
კირჩხიბი
თავი რომ შეაყვაროთ:
- რომანტიკული,
- ნაზი,
- ემოციური,
- მეოჯახე და მზრუნველი,
- გიყვარდეთ პატარები;
თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:
- საცინად აიგდოთ მისი სენტიმენტალური ხასიათი,
- გულგრილი და ცივი იყოთ გრძნობების გამოხატვაში,
- გააკრიტიკოთ მისი ემოციურიობა,
- დასცინოთ მის ოჯახს, განსაკუთრებით დედას,
- ხშირად დატოვოთ ყურადღების გარეშე.
ლომი
თავი რომ შეაყვაროთ:
- მუდამ ფორმაში და მოვლილი,
- პრეზენტაბელური და თავდაჯერებული,
- დიდსულოვანი და გულუხვი,
- ვნებიანი,
- გულწრფელი;
თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:
- მეწვრილმანეობა,
- სიყალბე,
- სხვა მამაკაცების მიმართ თუნდაც პროფესიული პატივისცემის გამოხატვა,
- მასთან ღიად კამათი,
- ურთიერთობაში დომინანტობის სურვილი.
ქალწული
თავი რომ შეაყვაროთ:
- გაწონასწორებული,
- მოწესრიგებული,
- დისციპლინირებული,
- საიმედო,
- ბუნებრივი;
თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:
- მისთვის ჩვეულ ცხოვრების რიტმში დისონანსის შეტანა,
- ფეთხუმობა,
- ზედმეტი პრეტენზიები,
- არაგულწრფელობა,
- მისი ფინანსების განიავება სისულელეებზე.
სასწორი
თავი რომ შეაყვაროთ:
- პრინციპული,
- დახვეწილი და გლამურული,
- ნაზი და დიპლომატიური,
- ტაქტიანი,
- ელეგანტური,
თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:
- სკანდალების მოწყობა, ჩხუბი,
- მისი სისუსტეების საჯაროდ განხილვა,
- ზეწოლა მასზე გადაწყვეტილების მისაღებისას,
- უხეშობა,
- მისგან მუდმივად ზრუნვის და ყურადღების მოთხოვნა.
მორიელი
თავი რომ შეაყვაროთ:
- იდუმალი,
- არაპროგნოზირებადი,
- ვნებიანი,
- ფიცხი და ტემპერამენტიანი,
- დროდადრო აბსოლუტურად უმართავი;
თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:
- დასცინოთ მის გრძნობებს,
- მოატყუოთ იგი,
- სახალხოდ გააკრიტიკოთ მისი ნაკლოვანებები,
- უარი უთხრათ სექსზე,
- ხშირად დაუთმოთ მას.
მშვილდოსანი
თავი რომ შეაყვაროთ:
- დამოუკიდებელი,
- მომთმენი,
- გამჭრიახი,
- სულით მუდამ ახალგაზრდა,
- ყოველთვის მზად თავგადასავლებისათვის;
თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:
- მისი თავისუფლების შეზღუდვა,
- მისზე კონტროლის დამყარების მცდელობა,
- კრიტიკა მისი მისამართით,
- მისით მანიპულირება,
- მოსაწყენი და მონოტონური ცხოვრებით ცხოვრება.
თხის რქა
თავი რომ შეაყვაროთ:
- თავმოყვარე,
- ძლიერი სულით,
- ღირსეული მანერებით,
- გამგებიანი,
- ბუნებრივი;
თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:
- მისთვის თავის მობეზრება,
- უპასუხისმგებლობა,
- მისი ღირსებების არშემჩნევა,
- სხვებთან მისი შედარება,
- მუდმივად მის ჭკუაზე სიარული.
მერწყული
თავი რომ შეაყვაროთ:
- გულწრფელი,
- მომთმენი და ტაქტიანი,
- მეგობრული,
- ორიგინალური,
- ცნობისმოყვარე;
თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:
- შეუზღუდოთ დამოუკიდებლობა,
- მისი იდეების სასაცილოდ აგდება,
- ღია ფლირტი სხვა მამაკაცებთან,
- მისი მეგობრების კრიტიკა,
- ერთფეროვანი და მოსაწყენი ცხოვრების წესის ქონა.
თევზები
თავი რომ შეაყვაროთ:
- გულისხმიერი,
- დელიკატური,
- ნაზი,
- დახვეწილი,
- პრინციპული;
თქვენ მიმართ ინტერესი რომ არ დაკარგოს გეკრძალებათ:
- უხეშობა,
- ცინიზმი,
- დასცინოთ მის რომანტიკულობას,
- კრიტიკა,
- ემოციური სიცივე.