როგორ უნდა შევხვდეთ ახალ 2018 წელს და რა რიტუალებია საჭირო საიმისოდ, რომ ახალ წელს ბარაქა და სიხარული დაგვებედოს

როგორ უნდა შევხვდეთ ახალ 2018 წელს და რა რიტუალებია საჭირო საიმისოდ, რომ ახალ წელს ბარაქა და სიხარული დაგვებედოს

თუმცა, გათვალისწინებით იმისა, რომ დამდეგი წელი ძაღლის წელია, მნიშვნელოვანია ის პრიორიტეტები გავითვალისწინოთ, რომელსაც ყვითელი ძაღლი გვიწესებს.

2018 წლის სტიქია მიწა გახლავთ. რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წელი საუკეთესო წელია უძრავი ქონების შესაძენად, დასაოჯახებლად, შთამომავლობის გასაგრძელბლად. ყვითელი ძაღლი უჩვეულოდ ერთგული, წინდახედული, პრაქტიკული და შრომისმოყვარეა. იგივე თვისებებს მოითხოვს იგი ადამიანებისგანაც მომავალ წელს, საიმისოდ, რომ ეს უკანასკნელნი ბედნიერნი და წარმატებულნი იყვნენ.

ახალ წელს აუცილებლად უახლოესი ადამიანების გარემოცვაში შეხვდით. სასურველია, სტუმართა სიაში როგორც ოჯახის წევრები, ისე წლების მიერ გამოცდილი მეგობრებიც იყვნენ. ძაღლი ხომ საუკეთესო მეგობარია. ძაღლს ძალიან უყვარს ბავშვები და ზოგადად მიესალმება დიდ ოჯახს. ამიტომ ახალი წლის აღნიშვნა სასურველია ხალხმრავალ კომპანიაში, სადაც მთელი ოჯახი მოიყრის თავს. ნუ გაატარებთ ამ წელს გარეთ ან მარტოობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი წლის მანძილზე სხვების მსახურება დაგებედებათ.

შესანიშნავი იქნება, თუკი ახალ წელს ქალაქგარეთ, ბევრ სიმწვანესა და ბუნებაში შეხვდებით. წლის სტიქია ხომ მიწა გახლავთ. არანაკლებ მნიშვნელოვანია საახალწლოდ ქოთნის მცენარეების შეძენა. შეგიძლიათ ასევე შინაური ცხოველითაც გაახაროთ ოჯახის წევრები.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?