ასტროლოგები თვლიან, რომ ხშირად ზოდიაქოს ნიშანი განაპირობებს იმას რამდენად ადეკვატურად აღიქვამს ადამიანი მისი მისამართით წარმოთქმულ ხუმრობას. ამიტომ ჩემო მეგობრებო, მანამ სანამ ვინმეს გაეხუმრებით უპრიანი იქნება ამ სტატიას გადახედოთ.
ვერძს - ესმის მხოლოდ თავისივე ხუმრობა.
კურო - გვიან წვდება ხუმრობის არსს და იცინის ორი დღის შემდეგ.
ტყუპი -
იცინის ყველაფერზე, იმაზეც კი რასაც ხუმრობა არ ჰქვია.
კირჩხიბი -
საერთოდ არ ესმის ხუმრობა. მაშინვე გული უჩუყდება.
ლომი -
ხუმრობას მისი მისამართით აღიქვამს როგორც პირად შეურაცხყოფას.
ქალწული -
აუცილებლად შეეცდება გაარკვიოს ხუმრობაში რა დოზითაა სიმართლის მარცვალი.
სასწორი -
კარგად ესმის ხუმრობა, პასუხსაც შესაბამისს აბრუნებს.
მორიელი -
ეხუმრეთ. მერე კი გაამზადეთ ადგილი სასაფლაოზე თქვენი ფეხით წასასვლელად.
მშვილდოსანი -
შესანიშნავად ესმის ხუმრობა, თუმცა თავისი უფრო სასაცილოდ მიაჩნია.
თხის რქა -
უყვარს ხუმრობა, სერიოზული სახით. აქვს შავი იუმორი.
მერწყული -
გამომძიებლის ნიჭი უნდა, რომ გაარჩიოთ მისი ნათქვამი სიმართლე და ხუმრობა ერთმანეთისგან.
თევზები -
ხუმრობას იგებს, მაგრამ ყოველთვის ჰგონია, რომ ვიღაცამ მაინც "წაკბინა".