როგორ ამოიცნოს ახალგაცნობილ მამაკაცში ამ უკანასკნელის სამომავლო გეგმები და მიზნები. რამდენად შეიძლება ვენდოთ ახალი თაყვანისმცემლის გულწრფელობას... მამაკაცებს ხომ (ზოგადად ადამიანებსაც) ორსახოვნება და ორმაგი თამაშის სიყვარული ხშირად ახასიათებთ... ასტროლოგები ამ მხრივ ზოგად ინსტრუქციას გვთავაზობენ იმის გასაგებად, თუ რომელი ნიშნით დაბადებული მამაკაცი რისკენ მიისწრაფვის, თუნდაც მოკლევადიანი ფლირტისას... რომელია მათ შორის ქალებზე მონადირე მაჩო, რომელი რომანტიკოსი და რომელი მეოჯახე... ამას თქვენი რჩეულის დაბადების მონაცემებით გაარკვევთ..
მაშ ასე, თუკი სერიოზული ურთიერთობა გსურთ და ოჯახისკენ მიისწრაფვით იდეალურია, თუკი თქვენი ნაცნობი კირჩხიბი, კურო, თხის რქა ან ქალწული აღმოჩნდა... მაგრამ მზად იყავით იმისთვისაც, რომ ეს კაცი ურთიერთობას უცებ არ გაასერიოზულებს. მას დრო და დაკვირვება სჭირდება საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
თუკი საკურორტო რომანს, დროებით გასართობს ან უბრალოდ კარგ კომპანიონს ეძებთ მოგზაურობისას ან ღამის კლუბში ამ კუთხით ვერძი, მშვილდოსანი, სასწორი, ტყუპი ან მერწყული გამოგადგებათ. ამგვარ კაცებს უპრობლემო და მოკლევადიანი ურთიერთობები ურჩევნიათ ყველაფერს.
ორმაგი თამაშისკენ არიან მიდრეკილნი ურთიერთობაში მორიელები და თევზები. ამიტომ სანამ ოცნების კოშკებს ააგებდეთ, კარგად გადაამოწმეთ თქვენი ახალი თაყვანისმცემელი ცოლიანი ხომ არაა? თუმცა, ასეც რომ არ იყოს, მძაფრი ემოციების გადატანა მაინც მოგიხდებათ; იმის გამო, რომ თქვენი ინტერესის ობიექტს სიყვარული ემოციების ზღვასთან აქვს გაიგივებული.