ბედს განაგებენ, მამაკაცების გულის დაპყრობის ხერხებსაც გვასწავლიან ქალებს. საამისოდ მხოლოდ ის არის საკმარისი იცოდეთ, კონკრეტულად ზოდიაქოს რომელი ნიშნით არის დაბადებული თქვენი რჩეული. რიგითობის პრინციპით შემოგთავაზებთ სტატიებს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული მამაკაცების ცდუნებისა და "შებმის" მეთოდებზე. დანარჩენი კი თქვენს მარიფათზე იქნება დამოკიდებული.
მაშ ასე, როგორ მოვხიბლოთ ლომი?
ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამაკაცს ძალზე მაღალი თვითშეფასება აქვს, იგი ამაყი და დიდსულოვანი ადამიანია. თუმცა, საიმისოდ, რომ მისი გული დიდი ხნით მოინადიროთ აუცილებელია აღიაროთ მისი უპირატესობა.
წესი პირველი და უმთავრესი - აღიარეთ, რომ არ გყავთ სხვა ღმერთი მის გარდა!
ლომი გულკეთილი, რომანტიკული, აზარტული და დიდსულოვანი მამაკაცია. მას სიყვარული უყვარს. ამიტომ თუკი თავს საჭიროდ და ერთადერთად აგრძნობინებთ, იგი მზად იქნება საპასუხოდ მთელი სამყარო მოგიძღვნათ საჩუქრად. ლომი ამაყია, ამიტომ მისი თავმოყვარეობა მით უმეტეს სახალხოდ არასოდეს შელახოთ. თუკი გსურთ, რომ თავი დედოფლად იგრძნოთ მის გვერდით, მოგიწევთ ბევრი იმუშაოთ, რათა საყვარელი მამაკაცის სახით ჭეშმარიტი მეფე გყავდეთ. ლომი რომანტიკული და მოსიყვარულეა. ამიტომ სითბოსა და კომპლიმენტებზე აქტიურად რეაგირებს. ხშირად შეაქეთ იგი, ეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რამაა.
სექსში ლომები აქტიურები და ტემპერამენტიანები არიან. თუმცა მისთვის მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად შეუძლია ასიამოვნოს პარტნიორს. გარდა ამისა, ლომი დიდ ყურადღებას აქცევს ე.წ. "ყოფილების" თემას. შესაბამისად, ნურასოდეს გაამახვილებთ ყურადღებას თქვენი ყოფილი შეყვარებულის სექსუალურ შესაძლებლობებზე მისი თანდასწრებით.