როგორ ვაიძულოთ ოცნებებს მატერიალიზება - მიზიდულობის კანონის 10 წესი

როგორ ვაიძულოთ ოცნებებს მატერიალიზება - მიზიდულობის კანონის 10 წესი

როგორ აისახება ფიქრები და ემოციები ჩვენს ცხოვრებაზე - მეცნიერები შოკისმომგვრელ შედეგებამდე მიდიან...

მოკლედ, ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, ჩვენივე შემოქმედებაა. სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ საკუთარი ფიქრების, ემოციების და ნების მართვას და ამიტომ ხშირად წარმატების მაგივრად, ბევრ ნეგატიურ მოვლენას ან ადამიანს ვიზიდავთ ჩვენს ცხოვრებაში...

ამ სტატიაში 10 ნაბიჯს შემოგთავაზებთ , რომელიც დაგეხმარებათ მიმართულება მისცეთ თქვენს ოცნებებს და ის ყველაფერი მოიზიდოთ რაც გსურთ, იმის მოზიდვის მაგივრად, რის გაცნობიერებასაც ვერ ახერხებთ:

Astrologia

ჩამოყალიბდით საკუთარ ოცნებაში - "თუკი არ იცი სად მიდიხარ, აუცილებლად მოხვდები სხვაგან"

ჯერ უნდა გაერკვეთ იმაში, თუ რა გსურთ… ჩვენ ყველას გვაქვს ოცნებები, მაგრამ იშვიათად მინახავს ვინმე, ვინც ზუსტად იცის, რა უნდა და რა სჭირდება ბედნიერებისთვის. ძალიან კარგად მესმის მათი, მეც ასე ვიყავი და ხანდახან ახლაც მემართება ხოლმე. თუკი ვერ ახერხებთ იმის კონკრეტულად ჩამოყალიბებას, რაც გინდათ, იმაზე დაიწყეთ ფიქრი, რაც ძალიან მოგწონთ. მაგალითად, კარგ სამსახურზე, მოგზაურობაზე, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობაზე. მერე ნელ-ნელა ეცადეთ დაკონკრეტდეთ: რა სახის სამსახური გინდათ? რა პროფესიით მუშაობა გინდათ? სად გსურთ საკუთარი თავის რეალიზაცია? სად გინდათ იმოგზაუროთ? ვისთან ერთად? რა სახის ურთიერთობები გსურთ? რამდენი პარტნიორის ყოლა? ყველაფერი ერთ წინადადებამდე დაიყვანეთ და ფურცელზე დაწერეთ. აი, დაახლოებით ასე: მე მინდა მოგზაურობა ნეპალში, მე მინდა ვმუშაობდე ჟურნალისტად, მე მინდა მქონდეს ჩემი სახლი, მე მინდა მყავდეს შეყვარებული… ფურცელი მატერიაა, თქვენი ოცნება უკვე არსებობს მატერიის სახით, ფიქრმა უკვე მატერიალური ფორმა მიიღო. ჯიმ ქერიმ, იმ პერიოდში, როცა დამლაგებლად მუშაობდა საკუთარ თავს ჩეკი გამოუწერა წინასწარ და მთელი ცხოვრება ინახავდა ამ ჩეკს. ეს ფურცელი კედელზე ჩამოკიდეთ და რამდენჯერაც შეხედავთ გაიმეორეთ.

Astrologia

აღწერეთ თქვენი ოცნება სრულად

დაწერეთ ფილმის/პიესის სცენარივით. ეცადეთ განიცადოთ ყველა ემოცია. აღწერეთ ყველაფერი კონკრეტულ დეტალებში. თვალები დახუჭეთ და დაინახეთ, ისუნთქეთ… მთელი სხეული იგრძნობს, რომ ეს გჭირდებათ, გაცნობიერებული სურვილი ქვეცნობიერში შეღწევას იწყებს და ქვეცნობიერი კიდევ იმ გზების მოძიებას, ამ სურვილის ასრულებამდე რომ მიგიყვანთ. ეს წყალში ქვის გადაგდებასავითაა, ტალღები უკან გიბრუნდება. ეზოთერიკოსები ამას ფრიად მისტიკურ საბურველში ხვევენ, მაგრამ ძალიან მარტივი ფსიქოლოგიური ხრიკია ქვეცნობიერამდე ინფორმაციის მისატანად.

აი, მაგალითად: მე ჩემი სახლის აივანზე შეზლონგზე ვარ გაშხლართული და სიცოცხლით ვტკბები, მუხლებზე ახალი მაკბუქი მიდევს და ჩემს ახალ სტატიაზე ვმუშაობ, რომლითაც ბევრ ადამიანს ვეხმარები და თანაც ამ ყველაფერს მიფასებენ. იმდენი შემოსავალი მაქვს, კრედიტი დავფარე, სახლი ვიყიდე და ქველმოქმედებით ვარ დაკავებული. ქვემოთ აუზთან ჩემი ბიჭი თამაშობს ჩემს უზარმაზარ სენბერნართან ერთად… მალე ჩემი უახლოესი მეგობრები მოვლენ, ტიბეტში ტური უნდა დავგეგმოთ ერთად… ძალიან ბედნიერი ვარ… ნახეთ, რა ადვილია? ახლა თქვენი ჯერია.

ეს ფურცელიც შეგიძლიათ ჩამოკიდოთ ან თვალში მოსახვედრ ადგილას დადოთ ისე, რომ კვირაში ერთხელ მაინც წაიკითხოთ.

Astrologia

დესკტოპზე/ან მობილურის ეკრანზე დააყენეთ იმის ფოტო, რის მოზიდვაც გსურთ

მოტოციკლი გინდათ? მოტოციკლის ფოტო დაიყენეთ, ან ოთახში ჩამოკიდეთ მისი სურათი. მსოფლიო მშვიდობაზე ოცნებობთ? გააკარით ამის შესახებ პლაკატი. ქალის/კაცის მოზიდვა გინდათ? დააყენეთ ეკრანზე მისი ფოტო. ინგლისში ცხოვრება გინდათ? ინგლისის ფოტო დააყენეთ იმ ამინდით, რა ამინდშიც მის ქუჩებში თავს წარმოიდგენთ ხოლმე, თავისი შხაპუნა წვიმებით, წითელი სატელეფონო ჯიხურებით, ნისლით. შეხედეთ და თქვენი თავი ჩასვით ამ ფოტოს სცენარში. ისეთი ფოტო ამოარჩიეთ, რომლის დანახვაზე ემოციები გიჩნდებათ. ემოცია ყველაზე დიდი ენერგიაა. ეს ძლიერ სურვილს ქმნის და ტვინს გამუდმებით ახსენებს რისკენ უნდა ისწრაფოს. მიმართულებას აძლევს ფიქრებს.

Astrologia

იმოქმედეთ - ყოველდღე ერთი ნაბიჯი გადადგით თქვენი ოცნებისკენ

უილ სმიტი ჰყვებოდა ამის შესახებ, ერთხელ მამამ მასა და მის ძმას უზარმაზარი კედლის აშენება დაავალა, რომლის აშენებაზე ფიქრი ორივეს აშინებდა. "ეს შეუძლებელია" - გაიფიქრა მან, როგორც კი წარმოიდგენდა რამდენი უნდა ეშრომა ამისთვის, მაშინვე ყოველგვარ მოტივაციას კარგავდა. ამიტომ გადაწყვიტა ერთი აგურის დადების პრინციპით ემოქმედა. მისი მიზანი ერთი აგურის დამატება იყო და არა მთელი კედლის აშენება. ასე ბედნიერად აშენდა მთელი კედელი.

თქვენც თქვენი დიადი მიზნების პატარ-პატარა მიზნებად "დაჭრა" მოგიწევთ და თანმიმდევრულად მიღწევა. მოიგონეთ ნაბიჯები და თითოეული ნაბიჯი აქციეთ მიზნად. პატარა მიზანს ნაკლები შრომა სჭირდება და მეტად გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ მიხვალთ მთავარ მიზნამდეც. ოცნება მოქმედების გარეშე ფუჭია, მოქმედება ოცნების გარეშე დროის კარგვა. მოქმედება ოცნების ასასრულებლად ის რეალობა, რომელიც გსურთ. "შენ არასოდეს გეძლევა სურვილი, რომლის ასრულების ძალა არ გაგაჩნია, მაგრამ ცოტა შრომაც მოგიწევს ამ სურვილის ასასრულებლად", - რიჩარდ ბახი.

Astrologia

გამოათავისუფლეთ სივრცე იმისთვის, რის მიზიდვასაც აპირებთ

ეს აღმოსავლური პრაქტიკაა და მართლაც გენიალურად მუშაობს. იმისთვის, რომ სიახლეები შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში, ადგილის გამოთავისუფლება მოგიწევთ მათთვის. ბედნიერება რომ გეწვევათ, მისთვის შესათავაზებელი სკამი და საწოლი უნდა გქონდეთ, თორემ არც შემოვა. გათავისუფლდით ძველი, მოყირჭებული და გამოუსადეგარი ნივთებისგან, გამოათავისუფლეთ სივრცე სახლშიც და გონებაშიც. მიეცით ენერგიას საშუალება თავისუფლად იმოძრაოს. გაუშვით უარყოფითი ფიქრები სანაგვეზე და მოიშორეთ ნეგატიური ადამიანები თქვენი ცხოვრებიდან. თუკი თქვენ მათთან საუბრობთ პოზიტიური მოვლენების მოზიდვაზე, ისეთი ცხოვრების შექმნაზე, როგორიც გსურთ და ისინი გეუბნებიან, რომ ეს სისულელეა… ეს დაახლოებით იმას ჰგავს, მშვენიერი ბაღის აშენებას რომ ცდილობდეთ და ვიღაცამ შიგ ნაგავი ჩაგიყაროთ, მაინც არაფერი გამოგივათო.

განაგრძეთ კითხვა intermedia.ge -ზე.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?