ვენერიდან არიან, მამაკაცები კი – მარსიდან. რაც შესაბამისად ძალიან ართულებს მათ შორის ურთიერთგაგებას. ამას თუ იმ ფაქტსაც დავუმატებთ, რომ ასტროლოგიურად ზოგიერთ ქალს მამაკაცური ენერგეტიკის მქონე პლანეტა მართავს (მაგ. ვერძს, მორიელს), ხოლო ზოგ მამაკაცს ქალურად მიჩნული (მაგ. სასწორი, კირჩხიბი) შეიძლება სულ დავიბნეთ მსჯელობაში – მაინც რა სურთ კაცებს და როგორი ქალია ზოგადად მამაკაცისთვის შესაფერისი. ჩემო კარგებო, ამ შემთხვევაში პასუხი ვერ იქნება, რაღა თქმა უნდა, სწორხაზოვანი და ცალსახა, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ზოდიაქოს თორმეტივე ნიშნის მამრს კონკრეტული გასაღები ესაჭიროება საიმისოდ, რომ ქალს მის გულის სიმებზე მიგიწვდებოდეს ხელი...
ვერძის მოთვინიერება დამყოლ, ლოიალურ და გაწონასწორებულ ქალს შეუძლია. როცა გაფიცხდება ყველაფერი იუმორში გაუტარეთ, არასოდეს აჰყვეთ ჩხუბში და აგრძნობინეთ, რომ მის გარდა ამქვეყნად უამრავი ინტერესი გაგაჩნიათ.
კუროს
მოჯადოება თუ გსურთ, წინსაფარი აიფარეთ და საუკეთესო შეფ-მზარეულს მიებარეთ მასტერ-კლასზე. სხვების არ ვიცი და ამ მამაკაცის გულისკენ მიმავალი გზა რომ კუჭზე გადის ეს უდავო ჭეშმარიტებაა.
ტყუპს
ხანგრძლივი ვადით მხოლოდ და მხოლოდ ინტელექტუალურად საინტერესო ქალი თუ დაატყვევებს. შესაბამისად, სასწრაფოდ აიმაღლეთ ერუდიციის დონე და მისთვის საინტერესო წიგნივით გახდით, რომლის წაკითხვაც მას ყოველთვის და ახლებურად ენდომება.
კირჩხიბის
გულის გასაღებს დედასვით მზრუნველი, მოსიყვარულე და თბილი ქალი თუ იპოვის. ამ კაცისთვის უნდა იყოთ ცოლიც, მეგობარიც, თანამოზრეც და ფსიქოლოგიც – ყველაფერი ერთად.
ლომს
მხოლოდ დიდსულოვანი, არამეწვრილმანე, კეთილი გულის მქონე და გულუხვი ქალი დაატყვევებს. თუკი სილამაზესთან ერთად კარგი მანერებიც გექნებათ, ის უცილობლად გაღიარებთ თქვენ მისი ცხოვრების მთავარ დედოფლად.
ქალწულის
გულს მხოლოდ წინდახედული, ჭკვიანი, გამჭრიახი და ზომიერად ხელმომჭირნე მანდილოსანი თუ მოიგებს. ამასთან არ არის აუცილებელი მოდელის გარეგნობა გქონდეთ, საკმარისია უბრალოდ მოვლილი და ჰიგიენური იყოთ.
სასწორს
სახელოვნებო სფეროებში გარკვეული, ზომიერად რომანტიკული და ვიზუალურად დახვეწილი ქალი დაატყვევებს მხოლოდ. ამასთან ერთად, თქვენ მოგეთხოვებათ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საკუთარ თავზე აიღოთ ერთპიროვნულად.
მორიელის
ემოციებს ცეცხლს მხოლოდ ალქაჯური გარეგნობისა და გამომწვევი სექსუალურობის მქონე ქალი თუ წაუკიდებს. თუმცა, მას, ამასთან ერთად, ძლიერი ხასიათი და მყარი ნერვებიც უნდა გააჩნდეს მორიელის მიერ მოწყობილი სასტიკი გამოცდების გასავლელად.
მშვილდოსანის
გულს მხიარული, ოპტიმიზმით სავსე, მუდამ მოღიმარი და არამოწუწუნე ქალი ატყვევებს. რაც არ უნდა მოხდეს ამ კაცის თანდასწრებით არასოდეს დაიჩივლოთ საკუთარ პრობლემებზე. მას მხოლოდ ღიმილიანი და პოზიტიური მეორე ნახევარი ესაჭიროება.
თხის რქას
"ოჯახში გაზრდილი", ტრადიციული შეხედულებების მქონე, გაწონასწორებული და პროფესიულად შემდგარი ქალი მოხიბლავს მხოლოდ. მისი გულის საბოლოოდ მოგება თუ გსურთ ხელში რომელიმე პრესტიჟული უცხოური სასწავლებლის დიპლომიც უნდა გეკავოთ.