მაინც თავგამოდებით და გამუდმებით დაეძებენ ნამდვილ სიყვარულს. თუმცა, რომანტიკული ოცნებები და რეალური ცხოვრება ხშირად არცთუ მწყობრად უწყობს ფეხს ერთმანეთს. ამის მიზეზი კი არც მეტი არც ნაკლები, ბევრი ქალის შემთხვევაში მისი ზოდიაქოს ნიშნისთვის დამახასიათებელი ნეგატიური სახასიათო შტრიხებია, რომელზე მუშაობის და დაბალანსების შემთხვევაშიც სავსებით შესაძლებელია ნებისმიერმა ქალმა იპოვნოს ხანგრძლივი ბედნიერება და ჰარმონია პარტნიორ მამაკაცთან. საამისოდ თითოეული ნიშნისთვის სამი უმთავრესი ოქროს წესი და პრინციპი არსებობს:
ვერძს მეტი სირბილე, ტაქტი და მოთმინების სწავლა დასჭირდება.
კუროს სიჯიუტის მოთოკვა, კომპრომისზე წასვლის უნარი და სიახლეებისთვის მზადყოფნა.
ტყუპს პასუხისმგებლობის გრძნობის გამომუშავება, ნაკლები კამათი მეორე ნახევართან და მაქსიმალური ყურადღება წვრილმანებზე.
კირჩხიბს ეჭვიანობაზე უარის თქმა, მუდმივი ბუტიაობის ჩვევაზე უარის თქმა და ნაკლები წუწუნი საყვარელი მამაკაცის საზოგადოებაში.
ლომს ეგოიზმის კონტროლი მოუწევს, მეტი გულისხმიერების გამოჩენა პარტნიორის ყოველდღიური ცხოვრების მიმართ და ოჯახურ ატმოსფეროში "დედოფლის" როლისგან დასვენება.
ქალწულმა უმჯობესია, წვრილმანების გამო არ უბურღოს ტვინი მამაკაცს, ნაკლებად გააკეთოს აქცენტი მის ფინანსურ მდგომარეობაზე და ქაოსზე, რომელსაც ნებისმიერი საშუალოსტატისტიკური მამრი ოსტატურად ქმნის კარადაში.
სასწორისთვის აუცილებელია, ყოყმანის გარეშე ისწავლოს საკუთარი აზრის დაფიქსირება პარტნიორთან, ნაკლებად გახდეს მასზე დამოკიდებული და ხანდახან პრინციპულად შეეწინააღმდეგოს კიდეც მეორე ნახევარს, როცა მიაჩნია, რომ ეს უკანასკნელი ცდება.
მორიელმა პირველ რიგში ცინიზმის დონე და სარკასტული ტონი უნდა შეამციროს ურთიერთობაში, ნაკლებად ჩაიდოს გულში ბოღმა პარტნიორის მიერ დაშვებული შეცდომების გამო და არ შეეცადოს ლიდერის როლის დაკავებას ურთიერთობაში.
მშვილდოსნისთვის აუცილებელია გააცნობიეროს, რომ ოჯახი მორიგი ლაშქრობა ან მოგზაურობა არ არის, მიეჩვიოს პასუხისმგებლობას მეუღლის წინაშე და არ ჩაალაგოს სასწრაფოდ ჩემოდნები, როცა ქმარი მას სახლში გვიან დაბრუნების გამო უსაყვედურებს.
თხის რქამ კარიერისტული ამბიციების ოჯახის მოთხოვნებზე წინ დაყენებაზე უნდა ისწავლოს უარის თქმა, ნაკლებად დაანახვოს ქმარს რომ ნებისმიერი საქმის მასზე უკეთ გაკეთება შეუძლია და სიჯიუტის დოზებიც შეამციროს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
მერწყულმა უნდა გააცნობიეროს, რომ ოჯახური ცხოვრება ბორკილები კი არა, ახალი საინტერესო გამოცდილებაა. მიეჩვიოს სახლის საქმეებს (მინიმალური დოზით მაინც) და ნაკლებად გააოცოს მეუღლე სახლში მეგობრების ხშირი და ხმაურია თავყრილობებით.
თევზებმა წუწუნის მაგივრად საკუთარი აზრის ხმამაღლა და ობიექტურად დაფიქსირება უნდა ისწავლონ მამაკაცთან, ყოველთვის არ უნდა დაუთმონ ამ უკანასკნელს ყველაფერში მოსალოდნელი კონფლიქტის შიშით და რაც შეიძლება ხშირად უნდა უთხრან საკუთარ თავს, რომ ორი ბავშვის გაჩენის შემდეგაც შესანიშნავად გამოიყურებიან!