საკუთარ სახლში ისეთი ადგილები, სადაც თავს მყუდროდ და კომფორტულად გრძნობთ. ეს შეიძლება საყვარელი სავარძელი იყოს ტელევიზორის წინ, ან კომპიუტერის მაგიდა, რბილი ლოგინი და ა.შ. ეზოთერიკოსები თვლიან, რომ ამგვარი რამ შემთხვებით არ ხდება და ადამიანები კონკრეტულ ადგილებს ქვეცნობიერის კარნახით ირჩევენ, საკუთარი ენერგეტიკული ველიდან გამომდინარე. შესაბამისად, თქვენთვის საყვარელი ადგილი სახლში შეგიძლიათ ენერგიით დამუხტვის წყაროდ აქციოთ, თავი სიყვარულზე ან მატერიალურ დოვლათზე დააპროგრამოთ მისი მეშვეობით.
საამისოდ საჭიროა მხოლოდ, რომ მოკალათდეთ თქვენს საყვარელ სავარძელში, რბილ საწოლზე ან სულაც მყუდრო სამზარეულოში და კონცენტრაცია მოახდინოთ იმაზე, თუ რა სურვილი გსურთ რომ ახლო მომავალში აგისრულდეთ.
ენერგეტიკულად დადებითი ადგილების მონახვა სახლში ასევე ცხოველების დახმარებითაც შეგიძლიათ. დააკვირდით თქვენი ძაღლი ან კატა, სახლის რომელ ადგილს იჩემებს მუდამ. სად ამჯობინებს ხოლმე ძილს? ზუსტად ეს ადგილი გახლავთ მთელი სახლის მასშტაბით ენერგეტიკულად ყველაზე დადებითი.