რომ მეორე ნახევარი სწორად შეარჩიოს. თუმცა ხშირად ისე ხდება, რომ ჩვენი ქორწინების პარტნიორი სულაც არ ამართლებს ჩვენს მოლოდინებს. ზუსტად ამისთვისაა საჭირო, მომავალი მეუღლის ზოდიაქოს ნიშნის ცოდნა. საიმისოდ, რომ სამომავლოდ ნაკლებად დავრჩეთ იმედგაცრუებულები... და რაც მთავარია, არასოდეს ვცადოთ ზრდასრული მამაკაცის გადაკეთება.
ვერძი ქმარი - ცოტა უყურადღებო, მაგრამ აქტიური ქმარია. ურთიერთობის დასაწყისშივე გაარკვიეთ ვის რა ევალება. თუკი თავიდანვე მიიჩნია, რომ რემონტი ქალის საქმეა, მას ვერასოდეს გადაათქმევინებთ.
კურო ქმარი - იდეალური ქმარია. მისი ქორწინება, როგორც წესი, ერთხელ და სამუდამოდაა. ყველაფერს აკეთებს ოჯახისთვის და ოჯახის სასარგებლოდ. ოღონდ ცოტა ჯიუტია და ამას უნდა შეეგუოთ.
ტყუპი ქმარი - მხიარული და გამჭრიახი ქმარია. მოსწონს ურთიერთობებში სიმსუბუქე და მრავალფეროვნება. ზოგჯერ მიდრეკილია ღალატისკენ. თუმცა, ვერ იტანს ურთიერთობების გარკვევას.
კირჩხიბი ქმარი - მზრუნველი და მოსიყვარულე ქმარია, ზოგჯერ ზედმეტად მოსიყვარულეც კი. ქმარი კირჩხიბი კარგი კულინარია და ხშირად ჩაერევა ცოლის სამზარეულო საქმეებში. ისინი აფასებენ სიმყუდროვეს და ხშირად აკრიტიკებენ ცოლებს უწესრიგობის გამო.
ლომი ქმარი - შესაძლებელია იყოს უზომოდ მოსიყვარულე, მაგრამ ამასთან ერთად ტირანი და დიქტატორი როგორც ქმარი. ლომი ოჯახის წევრებისგან სრულ მორჩილებას ითხოვს. თუკი მზად ხართ იაროთ ფეხის წვერებზე - გაგიმართლათ, ლომ ქმარს ყველაფერს გააკეთებინებთ დათმობით და მორჩილებით.
ქალწული ქმარი - პრეტენზიული ქმარი იქნება. ქალწულ ქმარს უყვარს ჭკუის სწავლება ცოლისთვის. მას მოსწონს ზოგადად მასწავლებლის როლი. თუკი მზად ხართ მისი შენიშვნების ასატანად მზრუნველი და ერთგული ქმარი გეყოლებათ მთელი 100%-ით.
დანარჩენ ექვსეულზე მომდევნო სტატიაში ვისაუბრებთ