შტრიხებს გვაცნობს. ზოგჯერ სერიოზულად, ზოგჯერ კი იუმორით. დღეს გვინდა ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული მამაკაცის შესახებ გესაუბროთ, ნახევრად ხუმრობით, რა თქმა უნდა.
მამაკაცი ვერძი ისეთი ქალით აღფრთოვანდება, რომელსაც მისთვის ღირსეული კონკურენციის გაწევა შეუძლია. როგორც საქმეში, ისე კამათში. ვერძს არ მოსწონს მონური ფსიქოლოგიის ქალები, რომლებიც მამაკაცებს ფეხქვეშ ხალიჩასავით ეფინებიან. მონოტონური და ზედმეტად ჩუმი ქალი ვერძს ისევე გააღიზიანებს, როგორც მანის ფაფაში ხორხოშელები. ფულს მამაკაცი ვერძი ხელგაშლილად ხარჯავს და არასოდეს უკონტროლებს საყვარელ ქალს ბიუჯეტს. მას დანაკარგებიც არ აშინებს. დიდი ამბავი, ფული დასახარჯად მოიგონეს. დღეს თუ ბოლომდე გაანიავებთ მის ქონებას ხვალ ისევ იშოვის, თანაც უფრო მეტს, სამაგიეროდ, მოწყენილობისგან არ მოკვდება და აზარტი გაჩნდება მის ცხოვრებაში.
მამაკაცი კურო ვერ იტანს არაპროგნოზირებად და ისტერიკულ ქალებს. მასთან ურთიერთობაში ყველაფერი სცენარის მიხედვით უნდა იყოს გაწერილი - ჭამა, ძილი, სექსი, ტუალეტი. ქალი უნდა იყოს მზრუნველი და მარტივი, არ უნდა ეზარებოდეს შვილების გაჩენა. ფულს კურო დიდი სიფრთხილით ხარჯავს, ამიტომ მისი ბიუჯეტის განიავება არ გეპატიებათ. სამაგიეროდ, მასთან ყოველთვის გექნებათ კომფორტი და არასოდეს შეგეშინდებათ სიღარიბის.
ტყუპი მამაკაცი ქალისგან ითხოვს მუდმივ კომუნიკაციას და სულ ერთია მისთვის თქვენ რეალური ქალი ხართ, თუ სულაც - გასაბერი. თუნდაც ელექტრონული გიტარა იყავით, მთავარია, ეკონტაქტოთ. თუკი თქვენ მოღუშული, სიტყვაძუნწი და ასოციალური ტყუპი ხართ, გაგეცლებათ. ფული ტყუპს ყოველთვის აქვს, მაგრამ მათი გამოჩენა არ უყვარს. მათ უმეტესობას ერთდროულად რამდენიმე შემოსავლის წყარო გააჩნია ხოლმე, თუმცა ქალს ფულს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში აძლევენ. როგორც წესი, განქორწინების შემთხვევაში ალიმენტის გადახდასაც არიდებენ თავს.
გაგრძელება იქნება