საკუთარ, "განუმეორებელ" ადგილს ფლობს სამეგობრო წრეში. ასტროლოგიურად კი არსებობს საინტერესო სტატიტიკა, თუ როგორია ადამიანი სამეგობროში და რა სახის გავლენას ფლობს იგი საკუთარ მეგობრებზე...
ვერძი - ლიდერია მეგობრებში, ყველა სიახლის წამომწყები.
კურო - მთავარი დასაყრდენი და "კულინარია".
ტყუპი - ყველას გამრთობი და დაუზარელი კომპანიონი.
კირჩხიბი - სამეგობროს მზრუნველი "დედა" ან "მამაა". როგორც წესი, ყველას სახლის გასაღები მას აქვს ხოლმე.
ლომი - სამეგობროს "სავიზიტო ბარათია", მისით ამაყობენ.
ქალწული - მეგობრების "გაჭირვების ტალკვესია". თუკი ვინმე ავად გახდა, მას მიმართავენ რჩევისთვის.
სასწორი - საუკეთესო თანამოსაუბრეა ყველასთვის. მასთან ერთად ნებისმიერ თემაზე შეიძლება მსჯელობა.
მორიელი - ყველაზე ერთგული და საიმედოა მეგობრებისთვის. ყველაზე რთულ სიტუაციაში მიმართავენ მხოლოდ მას.
მშვილდოსანი - სამეგობროს სული და გულია. მის გარეშე არც ერთი თავშეყრა არ შედგება.
თხის რქა - მთავარი დამრტყმელი ძალაა. ერთგულია უსასრულობამდე.
მერწყული - ყველაზე ორიგინალური და კრეატიულია სამეგობროში. მასთან ერთად ყველგან შეიძლება წასვლა და ნებისმიერი საქმის წამოწყება.
თევზები - ყველას მესაიდუმლე და მრჩეველია. მხოლოდ მასთან შეუძლიათ მეგობრებს გულის გადაშლა და მოოხება.