მოდის და, რაღა თქმა უნდა, ჩვენს მკითხველებს ცნობისმოყვარეობა უღვივდებათ. ყველას აინტერესებს, მაინც როგორი იქნება მომავალი წელიწადი, რას მოიტანს იგი - წარმატებებს თუ პირიქით სირთულეებს, ვის და რომელი ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს გაუღიმებთ ბედი. ყველა ზემოჩამოთვლილ ინფორმაციას ჩვენი საიტი მკითხველებს ეტაპობრივ რეჟიმში ინტენსიურად აწვდის. ამჯერად კი ვითვალისწინებთ ჩვენი არაერთი მკითხველის თხოვნას და გთავაზობთ სტატიას იმის შესახებ, თუ როგორები იქნებიან წითელი მამლის წელში დაბადებული პატარები.
თუკი თქვენ ზუსტად 2017 წლის მანძილზე ელით ოჯახში შემომატებას, უნდა იცოდეთ, რომ თქვენი პატარა ჯერ კიდევ მუცლად ყოფნისას გამოიჩენს გასაოცარ გამძლეობას და სიყოჩაღეს. ამგვარ წლებში დაბადებული ბავშვები კარგი ფიზიკური ჯანმრთელობით გამოირჩევიან. თქვენი "პატარა მამალი" აქტიური, ჭკვიანი, მიზანსწრაფული, შრომისმოყვარე და ამბიციური ბავშვი იქნება. თუმცა, ის, თუ რამდენად გამოიყენებს იგი თანდაყოლილ კარგ თვისებებს დიდწილად დედ-მამის მონდომებასა და აღზრდის თავისებურებაზე იქნება დამოკიდებული , იმიტომ რომ, მამლებს წინააღმდეგობრივი ხასიათი გააჩნიათ და თუკი ზედმეტად გაანებივრებთ შესაძლოა, თქვენი შვილი სამომავლოდ ჩვეულებრივ, "ყოყლოჩნა მამლაყინწად" ჩამოყალიბდეს, რომლის ამბიციებიც სახლის ტერიტორიაზე გავრცელდება მარტოოდენ და იგი თავის სიძლიერეს ოჯახის წერვებზე ბატონობით "გამოამჟღავნებს".
მამლის წელში დაბადებული პატარები სწრაფად ვითარდებიან. ისინი ადრეული ასაკიდანვე ავლენენ მრავალმხრივ ნიჭსა და ტალანტს. აქვთ სასიამოვნო ხმის ტემბრი, გამოირჩევიან მომატებული გონებრივი აქტივობითა და შემოქმედებითი პოტენციალით.
წითელი მამალი თქვენს პატარას ამბიციური, ცოტა დიქტატორული ხასიათით დააჯილდოებს. მათ უმრავლესობას ექნება მართვისა და მანიპულაციის გასაოცარი ნიჭი. არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენი შვილი საკუთარი მიზნების მიღწევას ხშირად ყველა შესაძლო თუ არაშესაძლო მეთოდებით შეეცდება.
ამასთან ერთად, მას სხვა პატარებისგან მოუთმენლობა და სიფიცხეც გამოარჩევს. ამიტომ პატარა ასაკიდან უნდა ჩაუნერგოთ მას სხვათა აზრების პატივისცემა და მოთმინება. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მამლის წელში დაბადებული ბავშვი არავითარ შემთხვევაში არ გაანებივროთ. ის აუცილებლად უნდა მიაჩვიოთ დისციპლინას, შრომასა და საკუთარი შეხედულებების დიპლომატიურად გადმოცემის ხელოვნებას.
მამლის წელში დაბადებულ პატარებს, თანატოლებთან კონფლიქტები ხშირად ექნებათ. ამასთან ერთად, მათ გაუჭირდებათ ვინმეს დაუთმონ ლიდერობა. თუმცა, თუკი პატარა ასაკიდან ასწავლით თქვენს შვილს დიპლომატიას და სხვისი აზრის პატივისცემას, მომავალში მისგან საზოგადოებაში აღიარებული და პატივსაცემი პიროვნება გაიზრდება.
"პატარა მამალს" აუცილებლად ეყვარება სახლი და ოჯახის წევრების გარემოცვა. მისთვის კარგია კითხვა, ინტელექტუალური თავსატეხები და ზომიერი სპორტული დატვირთვა. ამგავრი ბავშვები კარგი ფიზიკური მონაცემებით გამოირჩევიან. ამიტომ მათ უმრავლესობას წარმატება შეიძლება ჰქონდეს სპორტულ სარბიელსა და ცეკვაში.