ოჯახისა და ნათესავების მოყვარული, სამართლიანი არსებაა. ის თავგანწირვით უვლის საკუთარ შვილებს და მიდრეკილება აქვს ზოგადად, ჰქონდეს დიდი ოჯახი. ამიტომ ასტროლოგები ამ წელს ერთმნიშვნელოვნად გირჩევენ იზრუნოთ გვარის გაგრძელებაზე.
2018 წელს სამყაროს შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული, ლიდერული თვისებების მქონე და აქტიური პატარები მოევლინებიან. მათთვის მნიშვნელოვანი იქნება საკუთარი ოჯახის, ფესვების სიყვარული და პატივისცემა. ისინი იქნებიან უზომოდ კრეატიულები, ორიგინალურები, ნოვატორულად მოაზროვნეები და გულკეთილები.
ამ პერიოდში სამყაროს ბევრი პოტენციური იურისტი, სამხედრო მოღვაწე, ექიმი, სპორტსმენი, პოლიტიკოსი, არქიტექტორი, შოუბიზნესის გამოჩენილი მოღვაწე მოევლინება. 2018 წელში დაბადებული ბავშვები შესანიშნავი მეგობრები იქნებიან. თუმცა, სამეგობროს გულმოდგინედ შეარჩევენ და არასოდეს აიტანენ ორპირობასა და ტყუილს მეგობრობაში.
მათ უმეტესობას ექნება გამოკვეთილი სამსახიობო ტალანტი და უნარი დასახული მიზნების მისაღწევად გულმოდგინედ იშრომონ ცხოვრებაში. ისინი იქნებიან სამართლიანები და პრინციპულები. ექნებათ გასაოცარი ნებისყოფა და გამძლეობა.