წარმომადგენლები ხშირად სარგებლობენ დეფინიციით "სუსტი" და ოსტატურად ათამაშებენ შეყვარებულ მამრებს თავის ნებაზე. ამიტომ ასტროლოგი საჭირო რჩევას მოგცემთ იმის შესახებ, ვის აჯობებს დაუკავშიროთ ცხოვრება და რომელ ზოდიაქოს ნიშნით დაბდებულ ქალთან გელით ფარული თუ ღია კონფლიქტები ერთ ჭერქვეშ ცხოვრების შემთხვევაში.
მაშ ასე, თუკი დამყოლი, მშვიდი, გაწონასწორებული, კარგი კულინარი და მზრუნველი ცოლი გინდათ ცხოვრება კუროს, ქალწულს, კირჩხიბს და სასწორს უნდა დაუკავშიროთ. ეს ქალები მშვენივრად ახერხებენ ლავირებას, გამოირჩევიან დიპლომატიურობითა და ყოველთვის ყოფნით ჭკუა მამაკაცს თავი დომინანტურ ფიგურად აგრძნობინონ ოჯახში.
იმ შემთხვევაში, თუ გვერდით მხიარული, გამრთობი, კარგი მრჩეველი და უბრალოდ მხიარული მეგობარი გჭირდებათ , რომელიც ყველაფერში მხარს აგიბამთ დაწყებული მოგზაურობით დასრულებული გართობით ცოლად ტყუპი, მშვილდოსანი, მერწყული ან თევზები შეარჩიეთ. ამ ქალებს უყვართ მეუღლე-მეგობრის როლის მორგება, თუმცა ნაკლებად ეხატებათ გულზე საოჯახო საქმეები და მოგიწევთ სახლში დამხმარე იყოლიოთ, ან სულაც ნახევარფაბრიკატებზე გადაიაროთ.
ყველაზე ნაკლებად გამოდგებიან იდეალური ცოლის კანდიდატურაზე ვერძი, ლომი, თხის რქა და მორიელი ქალები. მათთვის ძირითადად პროფესიული სარბიელია უფრო პრიორიტეტული ვიდრე მამაკაცის "ძიძაობა" და ტრადიციული დიასახლისის როლი. სამზარეულო ძალზე ვიწრო ფართობია ამ ქალების პოტენციალის გასავითარებლად. ამიტომ თუ ისე მოხდა, რომ კარიერის კეთება აუკრძალეთ ოჯახში თავმოხსნილ ბომბს "დაიმონტაჟებთ", რომელიც არავინ იცის როდის აფეთქდება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ქალები აქტიური, გამძლე, ვნებიანი, მაგრამ თავნება და ჯიუტები არიან. შესაბამისად, თუ თავს საკმარისად ძლიერ ინდივიდად მიიჩნევთ, მოსინჯეთ, იქნებ და შეძლოთ მათი დამორჩილება.