შერჩევის თემა ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაში ერთობ მნიშვნელოვანი რამაა. თუმცა საიმისოდ, რომ არჩევანში არ შევცდეთ, ან ჩვენს მეგობრებთან უფრო გაგვიადვილდეს ურთიერთობა სასურველია, გავითვალისწინოთ ამა თუ იმ კონკრეტული მეგობრის ზოდიაქოს ნიშანი. იმიტომ რომ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებულ ქალებს სხვადასხვანაირი მეგობრობა შეუძლიათ.
ასე მაგალითად, დაქალი ვერძი ყოველთვის დაიცავს თქვენს ინტერესებს მაშინაც კი, როცა თქვენ აშკარად მტყუანი იქნებით. ამასთან ერთად, იგივეს მოელის თქვენგანაც.
დაქალი კურო საიმედოს საყრდენი იქნება თქვენთვის მატერიალური კუთხით. ნაკლი ის აქვს, რომ საშინლად ჯიუტი და ზანტია პერიოდულად.
დაქალი ტყუპი მხიარული და მრავალმხრივია, აქვს ნიჭი ხასიათი გამოგიკეთოთ. თუმცა მასზე დაყრდნობა შეუძლებელია. პერიოდულად გამოირჩევა უპასუხისმგებლობით.
დაქალი კირჩხიბი დედასავით იზრუნებს თქვენზე. დაგაპურებთ და მოგივლით ხოლმე. მაგრამ ახასიათებს ზედმეტი "მოწებება" და მისი ზრუნვა ხშირად სულის ხუთვას ემსგავსება.
დაქალი ლომი წარმატებით გაზიარებთ სტილისა და ელეგანტურობის გაკვეთილებს, ყოველთვის დაგიცავთ და მხარში ამოგიდგებათ. ნაკლი ის აქვს, რომ ვერ აიტანს, თუკი საზოგადოებაში მასზე უფრო მეტ ყურადღებას დაიმსახურებთ.
დაქალი ქალწული პრაგმატული, ჭკვიანი და მზრუნველია. ყოველთვის მოგცემთ საჭირო რჩევებს. მისი ნაკლი გადამეტებული კრიტიკაა, რაც ხშირად გაგაღიზიანებთ.
დაქალი სასწორი რომანტიკული და მოსიყვარულეა. კარგი მსმენელი და კომპანიონია ასევე. ნაკლი კი ის აქვს, რომ მუდმივად უჭირს გადაწყვეტილების მიღება და როცა აჩქარებთ ჯიუტობს ხოლმე.
დაქალი მორიელი რთული ხასიათისაა, მაგრამ იცის ერთგულების ფასი. ნაკლი ის აქვს, რომ საშინლად ენამწარეა და არც მიყენებულ წყენას ივიწყებს.
დაქალი მშვილდოსანი გულუხვი, კეთილი და მხიარულია. შეუძლია თქვენს დასახმარებლად საკუთარი ინტერესებიც კი დააზარალოს. მისი ნაკლი ზედმეტი პირდაპრობაა, რასაც ხშირად უთვლიან უტაქტობაში.
დაქალი თხის რქა მოზომილი, წინდახედული და საიმედო დაქალია. მისი იმედი ყველაფერში შეიძლება გქონდეთ. ნაკლი ის აქვს, რომ პერიოდულად იცის გაჯიუტება.
დაქალი მერწყული ნამდვილი დაქალია, ნამდვილი მეგობარი. გონიერი და საინტერესო მოსაუბრე. თუმცა ნაკლიც აქვს - ზედმეტი ექსტრავაგანტურობა და ეგოიზმი.
დაქალი თევზები თქვენი მესაიდუმლე დაქალია. მას ანდობენ ხოლმე ყველაზე სამარცხვინო საიდუმლოებებს. ნაკლი ის აქვს, რომ დაბნეულია და თუ არ გააფრთხილებთ, შესაძლოა, თქვენი საიდუმლო სადმე წამოსცდეს.