მიმართულება "მუნდანური ასტროლოგია", რომელიც ქვეყნების და ზოგადად გეოპოლიტიკურ პროგნოზებს შეისწავლის სტროლოგიური კუთხით. ჯერ კიდევ უძველესი დროიდან, არაერთი ცნობილი ასტროლოგი იყო დაკავებული მუნდანური გათვლებით და საკმაოდ ზუსტ, რეალობასთან მიახლოებულ პროგნოზებსაც აკეთებდნენ იმის შესახებ თუ როგორი შეიძლება იყოს სიტუაცია პოლიტიკური კუთხით ამა თუ იმ პერიოდში.
დღეს გვინდა ცნობილი რუსი ასტროლოგის კონსტანტინ დარაგანის პროგნოზი შემოგთავაზოთ იმის შესახებ, თუ როგორი იქნება 2016 წელი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური კუთხით.
როგორც კონსტანტინ დარაგანი ვარაუდობს, წითელი მაიმუნის წელი არცთუ მაინცდამაინც მშვიდი და სტაბილური იქნება. მისი პროგნოზებით, სამყარო 2016 წელს რეალურად დადგება ბირთვული ან ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხის წინაშე. იგი თვლის, რომ 2016 გარდამტეხი მომენტია მსოფლიო წესრიგის გადაწყობის დიდ პროცესში, რომელიც 2023-2024 წლებს შორის დასრულდება საბოლოოდ და თან მოიტანს გარკვეულ შეიარაღებულ კონფლიქტებს, ინფლაციის დიდ რისკს, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ კრიზისებს არაერთ ქვეყანაში.
დარაგანის აზრით, 2016 წელს სამყაროში სამხედრო და ძალოვანი სისტემის ტოტალური კრიზისია მოსალოდნელი. ზოგადად შეიცვლება მართვის მოდელი მთელ მსოფლიოში ამ მხრივ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალი მსოფლიო წესრიგი მყარდება ძალოვანი ხელისუფლების კუთხით.
დარაგანს მიაჩნია, რომ 2016 ინტენსიური იქნება ასევე სამხედრო აფეთქებების მხრივ. ეს ის წელია, როცა ბევრ ქვეყანაში უნდა ველოდოთ ე.წ. "სამხედრო პროვოკაციებს". ყველაზე მეტად სიტუაციის ესკალაცია მოსალოდნელია აგვისტო-სექტემბრის შუალედში. ხოლო ივნისის შუა პერიოდში რუსი ასტროლოგი რეალურად პროგნოზირებს ბირთვული ან ქიმიური იარაღის გამოყენების საფრთხეს, ტექნოგენური ან მასიური ავარიების ალბათობას. მისი სიტყვებით რომ ვთქვათ, ზუსტად აგვისტოს შუა პერიოდიდან არის მოსალოდნელი გზა გაეხსნას დიდ, მსოფლიო ბოროტებას.