მაგრამ მისი ტენდენიცების გათვალისწინება უკვე ამ წლის მიწურულიდანვე იქნება უპრიანი. განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება პირად და სასიყვარულო კავშირებს. იმიტომ რომ, ძაღლის წელს ბევრი ადამიანის ცხოვრებაში, რეალურად მოაქვს პირად ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების რეალური შანსი და შესაძლებლობა. მთავარი პირობა კი ამ მხრივ არის ის, რომ მაქსიმალურად გულწრფელი და ერთგული უნდა ვიყოთ საკუთარ გრძნობებსა და დამოკიდებულებაში საყვარელი ადამიანების მისამართით. ძაღლი ბუნებით მართალი, პირდაპირი და ერთგულია. იგი მთელი ძალით იცავს საკუთარ ოჯახს, ახლობლებს და ძვირფას ადამიანებს. შესაბამისად, ამ წელს თქვენც არანაკლები შემართებით უნდა შეგეძლოთ საკუთარ გრძნობებზე პასუხის აღება და ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
ვერძისთვის 2018 წელი სასიყვარულო სირთულეების წელია. შესაძლებელია პარტნიორი ზედმეტად ინფანტილური ან ცივი მოგეჩვენოთ. თუმცა, აჯობებს კარგად გაარკვიოთ მისი ასეთი ქცევის მოტივები.
კუროსთვის 2018 წელი ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული წელია პარტნიორული კუთხით. გეყოლებათ ბევრი თაყვანისმცემელი და დიდი შანსი მოგეცემათ დაიწყოთ თავბრუდამხვევი რომანი.
ტყუპს 2018 წელი სიყვარულში მსუბუქ ფლირტს და სასიამოვნო ნაცნობობას პირდება. შესაძლოა მოულოდნელად აღმოაჩინოთ, რომ ადამიანი, რომელსაც აქამდე ემეგობრებოდით, თქვენ მიმართ სულ სხვანაირადაა განწყობილი.
კირჩხიბები 2018 წელს სასიყვარულო ფრონტზე დიდი ცვლილებები და ემოციები ელით. შესაძლოა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც კი დაგჭირდეთ ძვირფასი ადამიანის გამო.
ლომებს 2018 წელს ვარსკვლავები ურჩევენ დიდი სიფრთხილით მოეკიდონ სასიყვარულო ავანტურებს. არსებობს შანსი, რომ ახალი ნაცნობი სულაც მანიპულატორი აღმოჩნდეს, რომელიც ოსტატურად გამოიყენებს თქვენს გულწრფელ გრძნობებს.
ქალწულების დიდ ნაწილს 2018 წელი მსუბუქი, სამსახურეობრივი რომანების წელი იქნება. შესაძლოა ამის მიზეზი ისიც არის, რომ ბევრი თქვენგანი ჯერ კიდევ არ არის მზად სერიოზული კავშირებისთვის.
სასწორების დიდი ნაწილი 2018 წელს დიდი სიყვარულის ძიების სურვილი შემოუტევს. თუმცა, ასტროლოგები გირჩევენ, არჩევანი გულის კი არა, გონების კარნახით გააკეთოთ. ნუ ეძებთ პრინცს ან პრინცესას. თქვენ გარშემო არაერთი, რეალური თაყვანისმცემელი იქნება, რომელიც ურთიერთობის დაწყებას დიდი სიამოვნებით მოინდომებს.
მორიელების უმეტესობას 2018 წელი სასიყვარულო კავშირების მხრივ მხურვალე რომანებს ჰპირდება. თუმცა, პრობლემა ამ ყველაფერში თქვენი ზედმეტად ემოციური და ეჭვიანი ბუნება იქნება. შესაბამისად, ზემოჩამოთვლილი თვისებების გამო დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ თავად გააფუჭოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.
მშვილდოსნის
ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს 2018 წელს ახალი რომანი და ნაცნობობა ელის. თუმცა, ვარსკვლავები გაფრთხილებენ - ენას კბილი დროულად დააჭიროთ და ახალი პარტნიორი, ძველ სასიყვარულო თავგადასავლებზე საუბრებით არ დააფრთხოთ.
თხის რქების დიდ ნაწილს 2018 წელს გარკვეული სირთულეები ელით პირად ცხოვრებაში. ეს ის წელია, როცა უკვე არსებულ ურთიერთობებში საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ. თუმცა, ეს ქორწინება იქნება თუ განშორება, მთლიანად თქვენზე იქნება დამოკიდებული.
მერწყულები
2018 წელს სასიყვარულო ფრონტზე თავბრუდამხვევი რომანი და ამაღელვებელი ემოციები ელის. შესაძლებელია ამ წელს თქვენს სულიერ მეორე ნახევარსაც კი შეხვდეთ და რეკორდულ დროში იქორწინოთ მასზე.
თევზების ზოდიაქოს წარმომადგენელთა დიდი ნაწილისთვის 2018 წელი გადაწყვეტილების მიღების წელი იქნება. წლის პირველ ნახევარში შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ იდეალურ პარტნიორს შეხვდით, თუმცა ასტროლოგები გირჩევენ კარგად აწონ-დაწონოთ საკუთარი გადაწყვეტილება და პარტნიორის თვისებები რეალურად შეაფასოთ. შესაძლოა ის სულაც არ აღმოჩნდეს ისეთი იდეალური, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა.