სავარაუდოდ, სამიანი პერიოდულად გააჩენს ახალ პრობლემებსა და შესაძლებლობებს, მაგრამ პასუხისმგებლობის ძირითადი წილი 2019 წელს თავად ადამიანებს გვეკისრება.
2019 წლის ნუმეროლოგიური გათვლები:
ამგვარად, 2019 წელი სამიანის "მეფობის" პერიოდია. იმის გასაგებად, თუ როგორი იქნება ეს წელი კონკრეტულად თითოეული ადამიანისთვის, აუცილებელია, რომ საკუთარ ციფრს გამოვაკლოთ სამიანი.
ამისთვის, შეკრიბეთ თქვენი დაბადების თარიღის ციფრები. მაგალითად, დაიბადეთ 14.08.1987. შეკრიბეთ ციფრები: 1+4+0+8+1+9+8+7. ბარემ გამოაკელით სამიც. 1+4+0+8+1+9+8+7–3=35. ციფრები კვლავ უნდა შეკრიბოთ, თუ 10 და მეტი (ანუ ორნიშნა რიცხვი) მიიღეთ – 3+5=8, ანუ თქვენი ბედისწერის ლოკალური ციფრია 8.
ბედისწერის ციფრების გაშიფვრა
ახლა კი, თქვენი ბედისწერის ლოკალური ციფრის მეშვეობით გაიგეთ, რა გელოდებათ 2019 წელს.
ერთიანი
თუ გამოთვლით ერთიანი მიიღეთ, 2019 წელი თქვენთვის აღინიშნება დიდი შესაძლებლობებით ფინანსურ და სასიყვარულო სფეროებში. შედეგი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდებით ოცნების გზაზე დამდგარ პრობლემებსა და სირთულეებს: როგორც მარცხს, თუ როგორც სიმტკიცის გამოცდას. მეორე შემთხვევაში შეძლებთ დაბრკოლებების გადალახვას და იმ შესაძლებლობების გამოყენებას, რომლებსაც 2019 წელი გაჩუქებთ. რთულ ვითარებებში ენდეთ ინტუიციას.
ორიანი
წარმატებები გელოდებათ ფინანსურ საქმეებსა და სამუშაოზე. დიდი ალბათობით, შეძლებთ საკუთარი თავის პოვნას, ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენასა და განვითარებას. ესაა ბედნიერებისა და იმედების განხორციელების ხანა. ნებისმიერი დაბრკოლება დამოუკიდებლად უნდა გადალახოთ.
სამიანი
თუ თქვენი ციფრი სამიანია, ეს ნიშნავს, რომ 2019 წელს გელოდებათ გამარჯვებები სიყვარულში, გრძნობებში. შესაძლოა, დაიბრუნოთ ძველი ურთიერთობები, მეორე სიცოცხლე შთაბეროთ უკვე გამქრალ ვნებებს, შეურიგდეთ ნათესავებსა თუ მეგობრებს. მთავარია, არ შეუშინდეთ ადამიანებისკენ შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას, რადგან სწორედ თქვენგან მოელიან პირველ ნაბიჯს. ეს პერიოდი ყველაზე პროდუქტიული იქნება სიყვარულისა და ურთიერთობების სფეროებში.
ოთხიანი
ოთხიანი ნიშნავს, რომ 2019 წელი თქვენთვის ფინანსური შესაძლებლობების ეგიდით ჩაივლის. თანხა რომ გაზარდოთ, ამისთვის მისი სწორად განკარგვაა საჭირო, არ უნდა იყიდოთ უსარგებლო და ძვირად ღირებული ნივთები. ასევე, რთულ მომენტში სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ და მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგათ. სიყვარულში ყველაფერმა მშვიდად უნდა ჩაიაროს.
ხუთიანი
ხუთიანი სიბრძნის სიმბოლოა, რაც ნიშნავს, რომ 2019 წელს უნდა დაეყრდნოთ ყოფით გამოცდილებას და არა ინტუიციას. პრობლემის გადაჭრის ხერხი მუდამ სადღაც თქვენ გვერდით, საკმაოდ მარტივი და გასაგები იქნება. არაა საჭირო გარისკვა და რთული სქემების აწყობა – ყველაფერი ზედაპირზე იქნება. სამყარო თქვენ მხარესაა, მარამ ის ვერ მოითმენს უმოქმედობასა და სიზარმაცეს.
ექვსიანი
ადამიანები თქვენ მიმართ ძალზე გულწრფელი იქნებიან, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მოუსმინოთ მათ, რას ამბობენ. თვალი ადევნეთ მეგობრებისა და ახლობლების ცხოვრებას, რათა საჭიროების დროს მათ დაეხმაროთ. ესაა გუნდური მუშაობის, ურთიერთობების, ახალი მეგობრებისა და მეორე ნახევრის ძიების პერიოდი. იქნებით ბევრად უფრო მომხიბლავი და ქარიზმატული.
შვიდიანი
თქვენთვის 2019 წელი იდეალური დროა სწავლისთვის. თქვენი მეხსიერება ბევრად გაუმჯობესდება, ასევე გაიზრდება სწრაფვა ახალი ცოდნის მიღებისკენ. დაუთმეთ მეტი დრო სწავლას, ახალი უნარების მიღებას. იქნება ძალზე პროდუქტიული წელი ყველასთვის, ვინც ინტელექტუალურ სამუშაოს ასრულებს; განსაკუთრებით წარმატებული კი – შემოქმედებითი პროფესიების ადამიანებისთვის.
რვიანი
თუ თქვენი ციფრი რვიანია, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ფიზიკური პარამეტრები უკვე წლის დასაწყისიდან გაუმჯობესდება. ეს იქნება ხელსაყრელი პერიოდი ფიზიკური სავარჯიშოების ციკლის დაწყების, ნებისმიერი ფიზიკური მუშაობისთვის. ნუმეროლოგები გირჩევენ, უარი თქვათ ნებისმიერ მავნე ჩვევაზე უკვე 2019 წლის დასაწყისიდან, რადგან ამის გაკეთება ამ პერიოდში ბევრად მარტივი იქნება.
ცხრიანი
ეს ციფრი ნიშნავს, რომ 2019 წელს, შესაძლოა, რაიმეზე ინანოთ, რაც წარსულში ვერ გააკეთეთ. ძირითადი პრობლემები აქედან გამომდინარე წარმოიშვება. ამასთან, თუ სურვილი და შესაბამისი ძალისხმევა იქნება, ყველაფრის გამოსწორებას შეძლებთ. ამისთვის საჭიროა, პოზიტიური ენერგიის წყაროებთან იყოთ ახლოს: ურთიერთობა გქონდეთ დადებით ადამიანებთან, მეტი დრო დაუთმოთ საკუთარ გატაცებებს. ხოლო პესიმისტ ადამიანებთან ხანგრძლივ ურთიერთობებს კი უნდა მოერიდოთ.