ექსტრასენსთა ბრძოლის გამარჯვებულის ალექსანდრ ლიტვინის პროგნოზებს ჩვენს მკითხველს არაერთგზის ვთავაზობთ. ამჯერად აპრილის წინასწარმეტყველებას გავეცნოთ და გავიგოთ, რატომ თვლის ექსტრასენსი აპრილს თვედ, რომელიც ძალაუფლების საზომად გამოდგება ადამიანებში.
ყველა თვეს საკუთარი პატარა გამოცდა მოაქვს ჩვენს ცხოვრებაში სხვადასხვა თემატიკის გარშემო. აპრილი ადამიანებს ძალაუფლების სიყვარულსა და ამბიციებზე გამოცდის.
სიყვარული და პირადი კავშირები
აპრილში სასიყვარულო კავშირების დიდი ნაწილი უფრო მყარი და სტაბილური ხდება. თუმცა, საჭიროა მეტი კომპრომისი და ბრძანებითი ტონის სრული უგულებელყოფა საყვარელ ადამიანებთან. ამ თვეში შეყვარებულ წყვილებსა და მეუღლეებს შორის თხოვნა და კომპრომისი გასაოცარ შედეგს მოიტანს. შესაბამისად, თქვენი ტონი პარტნიორთან აპრილში აუცილებლად უნდა შერბილდეს.
ჯანმრთელობა და კვება
აპრილში ჩრდილოეთ ნახევარსფეროში იზრდება გრავიტაციის დონე, რაც ადამიანების ორგანიზმზე გარკვეულ გავლენას ახდენს. პირველ რიგში ეს სისხლის სიბლანტით გამოიხატება. ამიტომ იზრდება გულსისხლძარღვთა პრობლემების და პათოლოგიების ალბათობა. სასურველია, თუკი რაციონს გაამდიდრებთ ისეთი პროდუქტებით როგორიცაა - მარწყვი, ჟოლო, მოცხარი და მოცვი. ზოგადად კენკროვანების რაციონში დამატება საგრძნობლად შეგიმცირებთ გულსისხლძარღვთა სისტემის პრობლემებს და მათგან გამოწვეულ რისკს.
კარიერა და ფული
აპრილი საკმაოდ პროდუქტიული თვეა კარიერული წინსვლისთვის. თუმცა ამ თვეში ასევე ხშირად ხდება სამსახურიდან მოულოდნელი გათავისუფლების პრეცენდენტებიც. ალექსანდრ ლიტვინის თქმით, პროფესიულ სფეროში პრობლემების არსებობის შემთხვევაში სიტუაცია მაისის დასაწყისამდე უნდა გაწელოთ და არავითარ შემთხვევაში არ იკონფლიქტოთ ზემდგომებთან. ამ შემთხვევაში ყველაფერი თავისით და ლოგიკურად დაუბრუნდება ძველებურ კალაპოტს. ზემდგომებთან კომუნიკაციისას აუცილებლად ეცადეთ, რომ თქვენი აზრები თხოვნითი ფორმით მიაწოდოთ მათ და ნაკლებად გაურიოთ ხმაში ფოლადი. მაქსიმალურად ეცადეთ ასევე კოლეგებს შორის მეტი ნდობისა და სიყვარულის მოპოვებას იმიტომ რომ ეს ადამიანები დაგეხმარებიან საბოლოო ჯამში პროფესიული პრობლემების არსებობისას.
ფინანსების მხრივ აპრილი რისკების თვეა. შეგიძლიათ თამამად გააკეთოთ მსხვილი კაპიტალდაბანდებები ან წამოიწყოთ ახალი ბიზნესი. მაგრამ აუცილებელია, ამასთან ერთად, გონივრული რისკის დონე. თვის მეორე ნახევარში შეგიძლიათ დამსახურებულად მოითხოვოთ პრემია ან ხელფასის მომატება. თუმცა, მოგიწევთ დამაჯერებლად აუხსნათ ზემდგომებს რატომ იმსახურებთ მაინცდამაინც თქვენ ამგვარი ტიპის წახალისებას.