როგორი იქნება მაისი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის

როგორი იქნება მაისი ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის

აქტიურ თვედ ითვლება. ამ პერიოდში მზე დინჯი კუროს ზოდიაქოდან, მოუსვენარი და დინამიკური ტყუპის ზოდიაქოს ნიშანში გადადის. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანებში ორი რამის მიმართ მატულობს მოთხოვნილება - ეს არის კომფორტი/გართობა (კუროს სფერო) და ინტენსიური კომუნიკაცია (ტყუპის სფერო). დღეს გვინდა შემოგთავაზოთ ინფორმაცია იმის შესახებ, როგორი იქნება დამდეგი მაისი ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის.

ვერძი

მაისის თვის ბედის ნებიერებად ითვლებიან ვერძები. ფართოდ გაახილეთ თვალები და კარგად დაინახეთ ის საჩუქარი, რაც ვარსკვლავებმა მოგიმზადეს. უშიშრად გადაეშვით სასიყვარულო ავანტურაში, შეეცადეთ ისიამოვნოთ ბედნიერი შემთხვევითობებით.

კურო

წარსული ურთიერთობები ისევ გაგახსენებენ თავს, მაგრამ არ იჩქაროთ აღადგინოთ დიდი ხნის წინ გაწყვეტილი კავშირები. ეს მხოლოდ წუთიერი გაელებებია, რაც კარგს არაფერს მოგიტანთ. მოდუნდით და მთელი ძალისხმევა შემოქმედებისაკენ მიმართეთ. 10 რიცხვისათვის შესაძლებელია ახალი თანამდებობც კი შემოგთავაზონ, თვის ბოლოსათვის არც თუ სასიამოვნო პერიოდი დაგიდგებათ.

ტყუპი

გადადეთ დაგროვილი პრობლემები შემდეგისთვის, საამისოდ თქვენ არც ძალა და არც სურვილი არ გექნებათ. მიეცით საკუთარ თავს უფლება ისიამოვნოთ ახლანდელობით, ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობით, რაშიც დაგეხმარებათ მერკურისა და სატურნის მფარველობა.

კირჩხიბი

ვარსკვლავები ისე განლაგდნენ, რომ მაქსიმალურად დაგეხმარონ ყველა ჩანაფიქრის განხორციელებაში. მაგრამ საჭიროა თავი ხელში გეჭიროთ და სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები. რთულ სიტუაციებში შინაგან ხმას მოუსმინეთ.

ლომი

თუ გვინდა, რომ მეტს მივაღწიოთ, უნდა გამოვასწოროთ წარსულის შეცდომები, სწორედ ამით უნდა დაკავდეთ 5-დან 13 მაისამდე. თქვენი თანდაყოლილი სიჯიუტე დაგეხმარებათ დაძლიოთ ყველა დაბრკოლება, მერკური კი დაგეხმარებათ გაუგებრობიდან გამოსვლაში.

ქალწული

არ ღირს შეეწინააღმდეგოთ ცვლილებათა ქარს, უკეთესია გააკონტროლოთ ის, რათა ემოციებმა ხელი არ შეგიშალონ წინსვლაში. მოერიდეთ მსუბუქ ფლირტს 17-21 მაისს, თუ გინდათ რომ წარმატებას მიაღწიოთ.

სასწორი

ცხოვრება მიდის, მაგრამ შედეგი არ ჩანს? მოთმინება მოიკრიფეთ და გაიხარეთ მცირე წარმატებითაც კი. არ ღირს უარის თქმა გარშემო მყოფთა დახმარებაზე. შუა თვეში, სატურნის წყალობით, თქვენ გელით საკმაოდ მაცდუნებელი წინადადება.

მორიელი

ნათელი გონება და ფხიზელი აზროვნება - ამას ნამდვილად არავინ ელოდა თქვენგან. ჰოდა, სწვდით ხარს რქებში და უშიშრად მიიღეთ საჭირო გადაწყვეტილებები! 18 მაისის შემდეგ გელოდებათ რიგი სასიამოვნო მოულოდნელობებისა, რაც გამოიხატება დიდი ხნის ნანატრი შვებულებით.

მშვილდოსანი

თქვენი სულგრძელობა და თვითშეწირვა ნამდვილად იმსახურებს ჯილდოს, მაგრამ იქნებ დროა იფიქროთ საკუთარ თავზეც? მოიკრიბეთ გამბედაობა და გააკეთეთ ის, რაც დიდი ხნის წინ ჩაიფიქრეთ და საჩუქარიც არ დააყოვნებს, ის 23 მაისს გელოდებათ.

თხის რქა

დადგა დრო შეცვალოთ ცხოვრება და აისრულოთ ოცნებები! ამისათვის დაგჭირდებათ თვის პირველი ნახევარი გასული წლის დაუმთავრებელ საქმეებს მიუძღვნათ, 17 მაისის შემდეგ თავით გადაეშვით ახალ პროექტებში და ახალ ურთიერთობებში.

მერწყული

მაისის პოზიტიურ ნახევარს მერწყულები დაკარგული შინაგანი ბალანსის ძიებაში გაატარებენ. იოგა, მედიტაცია, გამაჯანსაღებელი პროგრამები, ფეხით სეირნობა - ზუსტად ისაა, რაც მერწყულებს დაეხმარება დაძლიონ შიში და ბოლოს და ბოლოს დაიწყონ ახალი ცხოვრება.

თევზები

თევზებო, მოიხსენით ვარდისფერი სათვალე, სამყარო უამისოდაც არც თუ ისე რუხია. თვის დასაწყისშივე იგრძნობთ მეგობრების დახმარებას, რომლებიც მზად არიან თქვენი ცხოვრება დღესასწაულად აქციონ. 20 მაისამდე კი გექნებათ შემოსავლიანი, მაგრამ ძალისგამომცლელი პროექტები.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?