როგორი იქნება თქვენი სიბერე, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

როგორი იქნება თქვენი სიბერე, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ყველაზე მეტად ახალგაზრდული სულით, ოპტიმიზმითა და შემართებით ცეცხლის ნიშნები გამოირჩევიან. ვერძები, ლომები და მშვილდოსნები არასოდეს ეპუებიან წლების მატებას. ყოველთვის ცდილობენ დინამიურად, სავსე ცხოვრების რიტმით იცხოვრონ და სხვებიც წააქეზონ ამისკენ. თუმცაღა მათთვის დამახასიათებელი მოუსვენრობა და რისკის სიყვარული, ხშირად ხდება ამ ხალხის ცხოვრებაში სხვადასხვა სახის ტრამვისა და მოტეხილობის მიზეზი. ამიტომ ცეცხლის ნიშნები ძირითადად მხოლოდ ამ შემთხვევის გამო ეჯაჭვებიან სახლს, წამლებს და ლოგინს (ანუ ბებრული ცხოვრების რიტმს).

Astrologia

აი, რაც შეეხებათ ჰაერის სტიქიის წარმომადგენლებს – ტყუპს, სასწორებსა და მერწყულებს, მათშიც საკმარისზე მეტადაა ახალგაზრდული შემართება და აზარტი. თუმცა, ყველაზე ინფანტილური ჰაერებს შორის, მაინც ტყუპია. ამიტომ ეს ხალხი ხანდაზმულ ასაკამდე ინარჩუნებს "დიდი ბავშვის" ხასიათს და მანერებს. ის კი არა, "მარადმწვანე სტუდენტების" სიაშიც ყველაზე ხშირად ტყუპი გვხვდება.

Astrologia

რაც შეეხებათ მერწყულებს , მათთან ღამის მმართველად მაინც მკაცრი სატურნი ითვლება, ამიტომ მერწყულებს შორის უფრო გვხვდება ხალხი, ვინც სიბერის მძიმე უღელს ემორჩილება. თუმცა ტიპური მერწყულები, როგორც წესი ასაკის მატებასთან ერთად უფრო და უფრო "ცელქდებიან". აქედან გამომდინარე, ბავშვობაში არაბავშვურად სერიოზული მერწყული, ოთხმოცი წლის ასაკში დახეული ჯინსებით და კეტასებით რომ ნახოთ, რომელიმე ეგზოტიკურ ქვეყანაში სამოგზაუროდ მიმავალი, არ უნდა გაგიკვირდეთ.

Astrologia

აი, სასწორის შემთხვევაში კი, წლების მატება მათთვის გარეგნული მომხიბვლელობის დაკარგვის საშიშროებასთან ასოცირდება. ამიტომ სასწორების ყოველთვის ცდილობენ ამ მხრივ თავი გაინებივრონ. შესაბამისად, ხშირად სტუმრობენ ესთეტიკ-ცენტრებს ან შინაურულ პირობებში ინებივრებენ თავს სხვადასხვა სახის გამაჯანსაღებელი პროცედურით.

მიწის სტიქიის წარმომადგენლებს კუროს, ქალწულსა და თხის რქას, როგორც წესი, ასაკის მატება პირიქით მომხიბვლელობას ჰმატებს. თხის რქის მმართველი პლანეტა სატურნია, რომელიც თავის მხრივ დროის დინების მმართველად ითვლება. ამიტომ, ბავშვობის ასაკში "პატარა მოხუცებად" ქცეულ თხის რქებს იგი, წლების მატებასთან ერთად აჯილდოებს სიჯანსაღითა და ახალგაზრდული შემართებით.

Astrologia

კუროების პრობლემა, როგორც წესი, გემრიელი ჭამა-სმის სიყვარულია. ამიტომ ასაკის მატება მათთვის წონის მატების სინონიმიცაა. შესაბამისად, კუროს სიბერე ძალიან აწუხებს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ მოქნილობა, რომელიც ამ ხალხს არც ახალგაზრდულ ასაკში გააჩნია დიდი დოზით, წლების და კილოგრამების მატებასთან ერთად ქრება. რის შედეგადაც ბევრი კურო შაქრიანი დიაბეტის ან გულის იშემიური დაავადებების კანდიდატია, ისევ და ისევ წონის სიჭარბიდან გამომდინარე. ამიტომ ასტროლოგები კუროებს ურჩევენ, კვების ჯანსაღი რაციონი და სწორი დღის რეჟიმი ახალგაზრდობიდანვე შეურჩიონ საკუთარ თავს.

Astrologia

ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს, ასაკის მატება გარეგნობაზე მეტად ხასიათზე ეტყობათ. დაბადებიდან კრიტიკული ქალწული, როგორც წესი, ასაკში უფრო მეტად კრიტიკული და მეწვრილმანე ხდება. რაც იმას იწვევს, რომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულთა დიდ ნაწილს უჩნდება სურვილი, განმარტოებით იცხოვროს, მოერიდოს ხმაურიან ატმოსფეროს, ხალხმრავლობას და დღეები სიმშვიდეში გაატაროს, სხვადასხვა სახის პატარა ცხოველებთან ერთად (ცნობილია, რომ ქალწულს ჩიტები, კატები და მცირე ზომის არსებები იზიდავს ხოლმე).

Astrologia

დაბოლოს, წყლის სტიქიის წარმომადგენლები კირჩხიბი, თევზები და მორიელი ხშირად სტრესის და გადამეტებული ემოციური ბუნების გამო "ახერხებენ" იმას, რომ ხანშიშესულ ასაკამდე ათასგვარი სახის ქრონიკული დაავადება აიკიდონ ან უბრალოდ, საფუძვლიანად მოიშალონ ნერვული სისტემა. ამიტომ სიბერის ნაადრევი კვალი, ბევრი მათგანის გარეგნობას გაცილებით ადრე ასვამს დაღს ვიდრე ზოდიაქოს დანარჩენი ნიშნების შემთხვევაში ხდება ეს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?