ადამიანების დიდ ნაწილს მძაფრად აინტერესებს, მაინც რა ტენდენციებს გვიმზადებს მომავალი წლის მმართველი. რა ტიპის კერძი შეიძლება ან იკრძალება, რომ გვედოს მაგიდაზე.
გამომდინარე იქიდან, რომ 2018 წელი ძაღლის წელი გახლავთ, საახალწლო სუფრა აუცილებლად უნდა გამოირჩეოდეს ხორცეულის სიმრავლით. ამასთან ერთად საქონლის, ღორისა და ქათმის ხორცის გარდა სასურველია სუფაზე ბლომად იყოს ზღვის პროდუქტი და ძეხვეულიც.
საახალწლო მაგიდაზე, გამომდინარე იქიდან, რომ 2018 წლის სტიქია მიწა გახლავთ სასურველია, ასევე ბლომად იყოს მწვანილეული და სხვადასხვა სახის სალათი. ხოლო წლის დომინანტური ფერის - ყვითელის გავლენით, სასურველია ასევე მაგიდა გაახალისოთ ნებისმიერი სახის ყვითელი საკვებით, იქნება ეს ბანანი, სიმინდი თუ გოგრა.