როგორი მაკიაჟით უნდა შევხვდეთ დამდეგ 2018 წელს

 როგორი მაკიაჟით უნდა შევხვდეთ დამდეგ 2018 წელს

- რა ჩაიცვას, როგორი მაკიაჟი გაიკეთოს და ზოგადად როგორ გამოიყურებოდეს საახალწლო წვეულებებზე მაქსიმალურად მომხიბვლელად და ლამაზად. ასტროლოგები თანხმდებიან იმ აზრზე, რომ წლის სიმბოლო დიდწილად განაპირობებს მომავალ წელს მოდასა და კოსმეტოლოგიაში არსებული მოდური ტენდენციების რაობას. ამ მხრივ არც წლევანდელი, ძაღლის წელია გამონაკლისი.

შესაბამისად, სასურველია, რომ საახალწლო მაკიაჟის გაკეთებისას ის ტენდენციები გაითვალისწინოთ, რომელიც 2018 წლის მმართველს მოაქვს.

დამდეგი წელი ყვითელი, მიწის ძაღლის წელია. რაც იმას ნიშნავს, რომ მოდაში ბუნებრიობა იქნება. წლის მთავარი და ტენდენციური ფერები ყვითელი, ყვითლის ელფერი, ყავისფერი, ღია მწვანე, ჩალისფერი და ბაცი ნაცრისფერია. შეგიძლიათ პალიტრაში შეიტანოთ ასევე ნარინჯისფერი და სპილოსძვლისფერი.

საახალწლო მაკიაჟის გაკეთებისას უპირატესობა მიანიჭეთ სახის ბუნებრივ ელფერს. უარი თქვით რუჯსა და ინტენსიურ ჩრდილებზე. სასურველია, გამოიყენოთ ბუნებრივი ელფერის თვალის ჩრდილები, რაც შეეხება პომადას, სასურველია, იგი იყოს ტუჩის ფერი, ჩალისფერი, ნაზი ვარდისფერი ან ბაცი ნარინჯისფერი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?