და ალბათ ნებისმიერი თქვენგანი ემზადება ამ დღისთვის სულმოუთქმელად. მართალია, ბევრი ჩვენგანი უკვე გაიზარდა და საკუთარი შვილებისთვის რთავს დღეს ნაძვის ხეს, მაგრამ ახალი წელი მგონი ის დღესასწაულია, რომელსაც დიდებიც და ბავშვებიც ერთნაირი სიხარულით, სასწაულის მოლოდინით ეგებებიან. მართალია, გარდერობისა და მაკიაჟის ძირითად ტენდენციებზე უკვე შემოგთავაზეთ სტატია, მაგრამ გული ვერ მომითმენდა იმ ორიგინალური და მართლაც რომ საოცარი მანიკიურებითაც არ მიმექცია თქვენი ყურადღება, რომელიც ინტერნეტში ქექვისას აღმოვაჩინე. ასე რომ, ისიამოვნეთ და დაგეგმეთ თქვენი საახალწლო მანიკური ჩვენთან ერთად...