სულმოუთქმელად. მართალია, ბევრი ჩვენგანი უკვე გაიზარდა და საკუთარი შვილებისთვის რთავს დღეს ნაძვის ხეს, მაგრამ ახალი წელი მგონი ის დღესასწაულია, რომელსაც დიდებიც და ბავშვებიც ერთნაირი სიხარულით, სასწაულის მოლოდინით ეგებებიან.
მართალია, გარდერობისა და მაკიაჟის ძირითად ტენდენციებზე უკვე შემოგთავაზეთ სტატია, მაგრამ გული ვერ მომითმენდა იმ ორიგინალური და მართლაც რომ საოცარი მანიკიურებითაც არ მიმექცია თქვენი ყურადღება, რომელიც ინტერნეტში ქექვისას აღმოვაჩინე. ასე რომ, ისიამოვნეთ და დაგეგმეთ თქვენი საახალწლო მანიკური ჩვენთან ერთად.
გამომდინარე იქიდან, რომ 2018 წელი ყვითელი ძაღლის წელია, წლის სტიქია კი მიწა გახლავთ ასტროლოგები გირჩევენ მანიკურის შერჩევისას უპირატესობა მიანიჭოთ ბუნებრივობას. იდეალურია გაიკეთოთ ე.წ. "ფრენჩი" სხვადასხვა ტონალობისა და გაფორმების თანხლებით. არანაკლებ ტრენდულია კანისფერი, ხორცისფერი და ღია ვარდისფერი მანიკიური. საკმაოდ აქტუალურია ასევე მოყავისფრო, მოყვითალო და ნარინჯისფერი გამაც.