და პასუხისმგებლობის დონეც, რასაც ჩვენ ჩვენი შვილების მიმართ ვიჩენთ. ზოგს სიმკაცრე მიაჩნია აღზრდის უმთავრეს პრინციპად, ზოგს – ლოიალურობა, ზოგი კი შვილებს მაქსიმალურ თავისუფლებას აძლევს. მოდით, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც ვიმსჯელოთ იმის შესახებ, თუ როგორი მშობლები არიან ამა თუ იმ ნიშნით დაბადებული ადამიანები.
ვერძი - მეგობრული მშობელია. ბავშვებს არასოდეს უზღუდავს თავისუფლებას და ცდილობს მათგან დამოუკიდებელი ინდივიდები გაიზარდონ.
კურო - მზრუნველი და ყურადღებიანი მშობელია. თუმცა, ცოტა მკაცრი და კონსერვატორი. მისთვის მთავარია შვილები მატერიალურად უზრუნველყოფილი ჰყავდეს.
ტყუპი - მეგობრული, თუმცა ოდნავ ზედაპირული მშობელია. მისთვის მთავარია შვილებთან მენტალური კონტაქტი. იგი ბავშვებთან ყოველთვის პოულობს საერთო ენას.
კირჩხიბი - შვილებზე გადაყოლილი და ყველაზე ყურადღებიანი მშობელია. მისთვის შვილები ცხოვრების აზრს წარმოადგენენ და იგი მაქსიმალურად ცდილობს ყველაფერი საუკეთესო მისცეს მათ.
ლომი - მოსიყვარულე, მაგრამ საკმაოდ მკაცრი მშობელია. მას მოსწონს ავტორიტეტის როლი შვილებთან. თუმცა, ყოველთვის ზრუნავს იმაზე, რომ ბავშვები ფუფუნებაში გაზარდოს.
ქალწული - ყურადღებიანი, მზრუნველი და მკაცრი მშობელია. მისთვის მთავარია ბავშვები წესრიგსა და რეჟიმში ცხოვრებას მიაჩვიოს. ყოველთვის არის საკუთარი შვილების მეგობარი და თანამოაზრე.
სასწორი - რბილი, მოსიყვარულე და ლოიალური მშობელია. უმთვარესად ბავშვების მენტალურ და შემოქმედებით განვითარებაზე ზრუნავს.
მორიელი - მკაცრი, მაგრამ სამართლიანი და ყურადღებიანი მშობელია. მან ყოველთვის იცის, რა სჭირდებათ ბავშვებს და არასოდეს გამოეპარება შვილებში ესა თუ ის ნიჭი. ცდილობს მათგან პირველ რიგში ძლიერი ნებისყოფის ინდივიდები აღზარდოს.
მშვილდოსანი - მოსიყვარულე, მეგობრული, მაგრამ არათანმიმდევრული მშობელია. ბავშვები მას მეგობრად უფრო აღიქვამენ. მოსწონს შვილებთან ერთად სხვადასხვა ტიპის გასართობი ღონისძიებების მოწყობა. იშვიათად იჩენს სიმკაცრეს, ერთადერთი გამონაკლისი ამ მხრივ ტყუილია.
თხის რქა - მკაცრი, მზრუნველი და მოწესრიგებული მშობელია. იგი დაბადებამდე იწყებს საკუთარ პირმშოზე ზრუნვას. ბავშვებს კარგად უზრუნველყოფს მატერიალურად, თუმცა გარკვეული სიცივე და დისტანცია ახასიათებს მათთან ურთიერთობაში
მერწყული
- მეგობრული, თავისუფალი და არასტანდარტული მშობელია. თავისი შვილისთვის იშვიათადაა მენტორი და ჭკუის დამრიგებელი. ცდილობს ბავშვებს არჩევანის თავისუფლება მიანიჭოს და ასწავლოს საკუთარი აზრის სწორად დაფიქსირება.
თევზები - მოსიყვარულე, გულჩვილი და მზრუნველი მშობელია. იგი ბავშვებთან პირველ რიგში ემოციური კავშირის სიღრმით გამოირჩევა. საკუთარი შვილებისთვის მესაიდუმლე და კარგი მეგობარია.