როგორი პაციენტები არიან ზოდიაქოს ნიშნები ავადმყოფობისას

როგორი პაციენტები არიან ზოდიაქოს ნიშნები ავადმყოფობისას

არის სახარბიელო მდგომარეობა, მაგრამ ნებისმიერი ადამიანი იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელი ზოდიაქოს ნიშნით მოევლინა ქვეყანას სხვადასხვაგვარად აღიქვამს ავად ყოფნის ფაქტს და რეაქციაც ამ მხრივ შესაბამისი გააჩნია.

ვერძი - ყველაზე დაუმორჩილებელი და გაუგონარი პაციენტია. ამ ხალხს ლოგინში იარაღის მუქარის ძალითაც ვერ გააჩერებთ. მათ იშვიათად ემართებათ ქრონიკული დაავადებები, ოპტიმისტური ხასიათის გამო. ვერძების ძირითადი პრობლემა ტრავმები და მოტეხილობებია. რაც ისევ და ისევ მათ სიფიცხეს და დაუკვირვებლობას უნდა დავაბრალოთ. ექიმების ვერძს ჭირის დღესავით ეშინია, განსაკუთრებით უფრთხის სტომატოლოგებს.

კურო - უზომოდ მოწესრიგებული და დამყოლი პაციენტია. თუმცა პერიოდულად სიჯიუტეც ახასიათებს, თუკი საქმე ულტრათანამედროვე მეთოდებით მკურნალობას შეეხება. კუროს ჰომეოპათიური პრეპარატებისა და ბებიების დროინდელი ხალხური სამკურნალო რეცეპტების სჯერა. მისი სისუსტეა ყელი, ფარისებრი ჯირკვალი და წონის პრობლემა.

ტყუპი

- აუტანელი, არაპროგნოზირებადი და მოუთვინიერებელი პაციენტია. შეუძლია აზრი წამის მეასედში შეიცვალოს, ამიტომ ერთ წუთს თუ შაკიკი აწუხებს, მეორე წუთს ექიმთან უროლოგიური პრობლემების შესახებ იწყებს ჩივილის, საბოლოოდ კი აღმოჩნდება რომ ფეხი აქვს ნაღრძობი. მისი სისუსტეა ფილტვები და კიდურები. ხშირად ხდება მწვავე ვირუსული ინფექციის მსხვერპლი.

კირჩხიბი - პანიკიორი, პესიმიზმით აღსავსე პაციენტია. შეიძლება თამამად ითქვას, რომ მისთვის მკურნალობის საუკეთესო გზა "წუწუნის თერაპიაა". კიბო უკეთ ხდება, როცა ხედავს, რომ გარშემო მყოფები მის გასაჭირს იზიარებენ, თავზე ხელს უსვამენ და ამშვიდებენ. ასეთ დროს მას ნებისმიერი გასაჭირი ავიწყდება და ბედნიერი იღიმის. კირჩხიბის ძირითადი პრობლემა კუჭთან დაკავშირებული დაავადებებია, რასაც სათავე მუდმივ და გადამეტებულ ნერვიულობაში უდევს.

ლომი - ექიმებთან ვიზიტი არ უყვარს, მაგრამ თუ საქმეს სჭირდება, საუკეთესო და ძვირად ღირებული კლინიკისკენ იღებს გეზს. ბოლოს და ბოლო საქმე მის ჯანმრთელობას ეხება. ლომი დამჯერი პაციენტია, თუმცა უყვარს ექიმებისთვის იქეთ რჩევა დარიგებების მიცემა. მისი სისუსტეა გული, სისხლძარღვები და არტერიული წნევის ცვალებადობა.

ქალწული - შეიძლება ითქვას, რომ მისი სიყვარული სამედიცინო სფეროს და ექიმების მიმართ, ჭეშმარიტად ეგოისტური და მიკერძოებულია. ქალწული იმდენადაა გატაცებული საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვით, რომ მედპერსონალს ხშირად ოჯახის წევრებად აღიქვამს. არის ძალიან დამჯერი და მოწესრიგებული პაციენტი. მისი სისუსტე კუჭნაწლავი და საჭმლის მომნელებელი სისტემა. ხშირად აწუხებს ეგზემური პრობლემებიც.

სასწორი - მშვიდი, ზრდილობიანი და დიპლომატიური პაციენტია. თუმცა გულის სიღრმეში აღიარებს, რომ პანიკურად ეშინია ექიმების. სასწორი ჩვეულ დიპლომატიას არ ღალატობს მედიკოსებთან ურთიერთობაში და ექიმის მიერ დაწესებულ ნებისმიერი სახის მკურნალობას ღიმილით ეთანხმება. თუმცა, სასურველია ექიმმა მას მკაცრი ინსტრუქცია მისცეს იმის შესახებ თუ კონკრეტულად რა სახის მედიკამენტები მიიღო, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ იგი სასწორს არჩევანის საშუალებას დაუტოვებს, საუკეთესოს და უკეთესს შორის სასწორი მალე ნერვოპათოლოგის პაციენტიც გახდება.

მორიელი

- დაუმორჩილებელი, ახირებული და არაპროგნოზირბადი პაციენტია. ხშირ შემთხვევაში მან თავად ნებისმიერ ექიმზე უკეთ იცის რა, რატომ აწუხებს და როგორ მოერიოს დაავადებას. მორიელის სიძლიერი მის ნებისყოფაშია. შესაბამისად, ამ ადამიანს ნებისმიერი სირთულის დაავადების დაძლევა შეუძლია ფსიქოლოგიური კონცენტრაციის მეშვეობით. მისი ძირითადი პრობლემები, როგორც წესი, ვენერიულ სფეროს ან ნერვულ სისტემას უკავშირდება.

მშვილდოსანი - ნებისმიერი ექიმისთვის საყვარელი და ფავორიტი პაციენტია. მისი ოპტიმიზმი და ენთუზიაზმი გადამდებია გარშემო მყოფებისთვის. მშვილდოსანი არასოდეს ყრის ფარ-ხმალს მაშინაც კი, როცა დაავადება ქრონიკულ ნიშნულს სცდება და ყოველთვის აქვს გამოჯანმრთელების იმედი. თუმცა საწოლში მისი გაჩერება მუდმივად წარმოადგენს პრობლემას იმის გამო, რომ მშვილდოსნები უზომოდ მოძრავი ინდივიდები არიან. მათი ძირითადი პრობლემა ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის ფუნქციებს უკავშირდება. ისინი ხშირად იტანჯებიან ნივთიერებათა ცვლის მოშლით.

თხის რქა - ჯიუტი, თავისნათქვამა და ძალზე პრობლემური პაციენტია. ერთი შეხედვით დამყოლი და რბილი ჩანს, თუმცა საკუთარი მოსაზრება გააჩნია ყველაფერზე მათ შორის ჯანმრთელობაზე. ხშირ შემთხვევაში მყარი და ძლიერი ჯანმრთელობით გამოირჩევა. თუმცა, თუ პესიმიზმმა დარია ხელი ნებისმიერი სენი ქრონიკულობამდე ურთულდება. ექიმის დანიშნულებას იშვიათად იცავს ბოლომდე და ყოველთვის მიაჩნია, რომ თავად უკეთ იცის, როგორ უმკურნალოს საკუთარ თავს. მისი ძირითადი სისუსტეა ძვლოვანი სისტემა, კბილები და რევმატიული პრობლემები.

მერწყული - აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი პაციენტია. ამასთან ერთად, მისი დავადებები ხშირად ატარებს რთულად დიაგნოსტირებად ხასიათს და ექიმისთვის გამოცანად რჩება ხანგრძლივი დროის მანძილზე, ისევე როგორც თავად მერწყულის ხასიათი. ექიმებს იშვიათად ემორჩილება. თუმცა, მკვეთრად გამოხატული წინააღმდეგობა არასოდეს ახასიათებს. უბრალოდ, იქცევა ისე, როგორც თავად სურს და მოსწონს. მისი პრობლემა ძირითადად სისხლძარღვებს, ჰიპერტონიას და ნერვულ დაავდებებს უკავშირდება.

თევზები - დამყოლი, მორჩილი და საშინლად მშიშარა პაციენტია. შეიძლება ითქვას, რომ ექიმის გავლენაში ბოლომდე ექცევა და ამ უკანასკნელს ხშირად ბრმადაც ემორჩილება. მას ნებისმიერი სახის გართულება აშინებს და წარმოუდნეგენ პანიკაში აგდებს ჯანმრთელობის კუთხით. მისთვის იდეალური ექიმი ნერვოპათოლოგია. ფსიქოლოგიური ბერკეტები თევზებთან მედიკამენტზე უკეთ მუშაობს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?