ავტორი:

როგორი პაციენტი იქნებოდით საგიჟეთში, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - დახასიათება, რომელზეც ბევრს იცინებთ

როგორი პაციენტი იქნებოდით საგიჟეთში, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - დახასიათება, რომელზეც ბევრს იცინებთ

ვერძი

თქვენ სამკურნალო დაწესებულების ნაპლეონი და შიზოფენიკების იმპერატორი ხართ. სწორედ თქვენ გამოდიხართ ადმინისტრაციის წესდების წინააღმდეგ საომარი ქმედებებით და მუდმივად აწყობთ გაქცევას. შეგიძლიათ მოიპაროთ სააღრიცხვო ჟურნალი, რათა არავინ მიიღოს სამკურნალო აბი დღის განმავლობაში. ერთადერთი ხართ, ვისაც არ ეშინია ნემსის და ელექტროშოკით მკურნალობის. უფრო მეტიც, თერაპია გაძლიერებთ. ექიმები ცდილობენ, ერთ პალატაში ერთდროულად ორი ვერძი არ შეასახლონ, მათ მუდამ აქვთ ერთმანეთთან რქებით შერკინების სურვილი და ერთმანეთს წიხლებსაც გემრიელად უქნევენ.

კურო

თქვენ ყველაფერი წესრიგში გაქვთ, საგიჟეთში ოჯახის წევრთან ერთად მოხვდით, მან თავი მოწყენილად რომ არ იგრძნოს, ან თავად მიიყვანეთ გაგიჟებამდე და ახლა თავს დამნაშავედ გრძნობთ და მის გვერდით ყოფნას და მასზე ზრუნვას ამჯობინებთ. საავადმყოფოს პერსონალს სამზარეულოში კერძების მომზადებაში ეხმარებით; ეზოში ყვავილებს უვლით. ერთადერთი ხართ, ვინც მედდას მოსწონს. თუმცა, ვიჩქარეთ, როცა გითხარით, რომ ყველაფერი წესრიგში გაქვთ, ეს ერთი შეხედვით დასმული დიაგნოზი იყო, სინამდვილეში, საკმარისია, მედდას ქვედა საცვალი გამოუჩნდეს, რომ თვალები სისხლით აგემღვრევათ და... თუმცა, იმის გამო, რომ გემრიელ კერძებს ამზადებენ, მათ ყველაფერს პატიობენ.

ტყუპი

სამკურნალო დაწესებულებაში ბოდვების გამო მოხვდით. თქვენ სტუდენტი-მედიკოსების საყვარელი პაციენტი ხართ, რადგან თქვენზე დაკვირვება მათთვის მუდამ საინტერესოა. თქვენ ერთადერთი ხართ, ვინც ექიმს დიაგნოზს უპროტესტებს და არგუმენტები მოგყავთ, რომ სრულიად სხვა დაავადება გაქვთ. ამასთანავე, საერთოდ არ ამტკიცებთ, რომ ჯანმრთელი ხართ. ხანდახან ეხმარებით ელექტროშოკის გარემონტებაში, რომლითაც ვერძს მკურნალობენ. გულუბრყვილო გარშემო მყოფები ფიქრობენ, რომ თქვენ პიროვნების გაორება გჭირთ, თქვენ სამი და ოთხი კი არა უამრავი ხართ და ერთდროულად რამდენიმე ფსიქიატრიულში უნდა მკურნალობდეთ.

კირჩხიბი

უხეში სოციოფობიის გამო მოხვდით საავადმყოფოში. დედის მუცლიდან გამოძრომას არც აპირებდით და მშობიარობის მე-11 თვეზე ძალით ამოგათრიეს მუცლიდან. პალატის რბილი კედლები და თეთრი ფერი თქვენზე დამამშვიდებლად მოქმედებს. სასურველია, შინიდან ნივთები და გემრიელობები ტკაცუნა ბურთულიანი პაკეტებით მოგიტანონ, მათი ტკაცუნით გაერთობით მაინც. ან უმჯობესია, მთელი შეკვრა გქონდეთ ასეთი ტკაცუნა ბურთულიანი პარკის - ტანზე შემოიხვევთ და პალატაში იატაკზე იგორავებთ.

ლომი

თქვენ ძალიან რთული დაავადების მატარებელი ხართ. ერთადერთი პაციენტი ბრძანდებით მსოფლიოში, ვინც ამაყობს თავისი რთულად წარმოსათქმელი დაავადებით. ყველა ახალმოსულს ეკითხებით, რითია დაავადებელი და მერე სიამაყით აუწყებთ საკუთარ დიაგნოზს, რომელიც სხვებზე გრძელია და საინტერესოდ ჟღერს. მთავარი ექიმი და მედდა პატივით გექეცევიან, პალატაშიც და სასადილოშიც პირველი შედიხართ. სხვათა შორის, თქვენი ნათესავები სხვებზე მეტ თანხას იხდიან, რადგან თქვენ მეფური პირობები გჭირდებათ. სასურველია, თეთრი ხალათი არ ჩაგივარდეთ ხელში, თორემ დარჩენილ პაციენტებს თქვენებურად უმკურნალებთ და ეს სიკეთეს არავის მოუტანს.

ქალწული

თქვენ მედდა ხართ, სამსახური 8-ზე გეწყებეთ, მაგრამ უკვე 6 საათზე ადგილზე ხართ. დიდი ხნის წინ ნევროზი დაგემართათ და საგიჟეთში მუშაობა და გიჟებზე ზრუნვა გამშვიდებთ. არსებობს ვერსია, რომ პაციენტების მდგომარეობა იმიტომ არ უმჯობესდება, რომ მათ თქვენი სახის გამომეტყველების ეშინიათ. ქალწულს ძალიან მოსწონს თეთრ ქათქათა ხალათში სიარული და ვაი მას, ვინც უნებლიედ დაუსვრის სამოსს. აი, გაგიჟება მერე ნახეთ თქვენ.

სასწორი

საგიჟეთში სიყვარულის გამო მოხვდით, უფრო სწორად, ღალატის. ნებისმიერ პაციენტში ხედავთ ან სიყვარულის, ან სამაგიეროს გადახდის ობიექტს - გააჩნია თქვენს განწყობას. საავადმყოფოში ერთ-ერთი ყველაზე ნაკითხი პაციენტი ხართ, ყველაზე კარგად თქვენ ხატავთ. გიყვართ ნაღვლიანი მუსიკის მოსმენა, რომლის გამოც კირჩხიბი სავსემთვარეობისას ყმუილს იწყებს, ლომი კი თითებით ჰყვება ტაქტს. ნაკლებად რომ იყოთ მოწყენილი, თქვენ უქმეებზე ცეკვის სტუდიის ხელმძღვანელობა დაგავალეს. ამ დათმობაზე საავადმყოფოს ადმინისტრაცია მას შემდეგ წავიდა, რაც დამოუკიდებლად პორტუგალიური შეისწავლეთ, რადგან მელანქოლიური სიმღერები ამ ენაზე უკეთ ჟღერს. გარდა ამისა, ძალიან მოგწონთ ყვითელი ფერის აბები. მათ მთელ სააავადმყოფოში აგროვებთ და კედელზე მოზაიკაც კი შექმენით - ცენტრში ლურჯი აბი მოათავსეთ, მის გარშემო კი - ყვითლები. გეთანხმებით, ლამაზია. მცოდნეები მას ვან გოგის "ვარსკვლავურ ღამეს" ადარებენ, ყვითელი აბების ნაკლებობის გამო, ტყუპი თავს ცუდად გრძნობს.

მორიელი

ფსიქიატრიულის მთავარი პარანოიკი ხართ. არავის ენდობით და ყველას ეჭვის თვალით უყურებთ. ხანდახან გგონიათ, რომ მთავარ ექიმს თქვენი მოწამვლა სურს. ხანდახან გგონიათ, რომ ძალიან ჭკვიანი ხართ და საგიჟეთში დაემალეთ მსოფლიოს სპეცსამსახურების აგენტებს, რომლებიც თქვენ დაგეძებდნენ. სამოსში რაცია გაქვთ ჩაკერებული. ის მერწყულმა აგიწყოთ და დაგიმონტაჟათ. ის ერთადერთია, ვისაც ენდობით. დიაგნოზი: თვალთვალის მანია. მკურნალობა: შავი სათვალე, მისაწებებელი ულვაში და აბები, რომლებიც უხილავს გხდიან. ხანდახან მორიელი ითხოვს, რომ ხშირად მიუტანონ შინიდან ამანათი. იხვეწება, რომ თითოეულ ფორთოხალში დამალული იყოს პატარა კონიაკის ბოთლი, პურის ბატონში - დანა. მაგრამ მათთან ყოველთვის ერთი და იგივე მოაქვთ - ბანანი და ფერადი ცარცი. თუმცა, მორიელმა იცის, რომ ამანათს მთავარი ექიმი უცვლის, საავადმყოფოს გარშემო კი სპეცსამსახურების აგენტები უდარაჯებენ.

მშვილდოსანი

ნარცისიზმი გჭირთ. დარწმუნებული ხართ, რომ საავადმყოფოს მთავარ ექიმზე - თხის რქაზე საუკეთესო ხართ, ის უნდა გიმადლოდეთ, რომ მან პირველმა ჩაიცვა თეთრი ხალათი, თორემ გაირკვეოდა, ვინაა სამკურნალო... შეგიძლიათ გაიქცეთ საგიჟეთიდან, მაგრამ გეზარებათ. თანაც, ცუდ პირობებში არ ხართ, კარგად გაჭმევენ, გისმენენ, როცა ფილოსოფიურ თემებზე მსჯელობთ და თავს გიქნევენ. საავადმყოფოს მიღმა თქვენს ნარცისიზმს პატივის არავინ სცემს. აქ კი შეგიძლიათ საათობით ჩაიკეთოთ სააბაზანოში და დატკბეთ თქვენი უზადო სხეულით.

თხის რქა

თქვენ ფსიქიატრიულის მთავარი ექიმი ხართ. ადრე უნივერსიტეტის რექტორი იყავით, მაგრამ დეპრესიის გამო აქ ამჯობინეთ ყოფნა. მოგწონთ პაციენტებთან ერთად სეირნობა სუფთა ჰაერზე, გულწრფელად გწამთ, რომ ისინი უფრო ნორმალურები არიან, ვიდრე თქვენი ყოფილი კოლეგები. თქვენი პროგრესიული მკურნალობის შედეგად, პაციენტების ნახევარი გამოჯანმრთელდა, მაგრამ ფსიქიატრიამ იმედები მაინც გაგიცრუათ. ყველაზე მეტად გაშინებთ ის ფაქტი, რომ დამამშვიდებლების დალევაზე უარის თქმა მოგიწევთ. ჯერჯერობით, საბედნიეროდ, საკუთარ თავისთვის თავად იწერთ მათ.

მერწყული

მანიაკალური ფიქრები გაქვთ. ბავშვობიდან გსურთ, მსოფლიო რევოლუციის კოცონი დაგენთოთ და გამხდარიყავით პატარა, მაგრამ მეგობრული სახელმწიფოს ლიდერი. საგიჟეთში პოლიტიკური წრე ჩამოაყალიბეთ და მკურნალობის ახალ მეთოდებზე საუბრობთ. თქვენთან მხოლოდ ორი პაციენტი დადის: კირჩხიბი, რომელსაც ყველა ეცოდება და მშვილდოსანი, რადგან მას ორცხობილით (რომელსაც კუროს ჰპარავთ) უმასპინძლდებით და დაპირდით, რომ მინისტრად დანიშნავთ. რეფორმატორული იდეა გაქვთ, რომ პალატის კედლები იასამნისფრად შეღებოთ. პალატაში ჯაკუზი გაქვთ, რევოლუციონერები მდიდრულად უნდა ცხოვრობდნენ და თბილ აბაზანას რეზინის ყვითელ იხვებთან ერთად იღებთ.

თევზები

შიზოფრენიკი ხართ. მაგრამ მიგაჩნიათ, რომ ავადაა ყველა თქვენ გარდა. თქვენ გსტუმრობენ ჰალუცინაციები, კეთილებიც და ბოროტებიც - მთავარი ექიმისა და მედდის სახით. თქვენი პალატა მოხატულია გენიალური ნახატებით, რომლებიც თავად შექმენით. კედელზე ერთი ნამდვილი ფანჯარაა, მეორე კი, რომელიც თქვენ დახატეთ, უფრო რეალისტურად გამოიყურება. ხანდახან მორიელი გსტუმრობთ, მას როგორც ყოველთვის, ფანჯრები ეშლება და ნახატს ურტყამს თავს, როცა ეზოში გახედვა სურს. თქვენი საწოლი წიგნებისგან შედგება, როცა წაკითხვა გსურთ, ერთ-ერთს გამოაძვრენთ ხოლმე. თქვენზე დამამშვიდებლად მოქმედებს პალატის დალაგება და იატაკის ქლორით მოწმენდა, იატაკი ისეთი სუფთა გაქვთ, რომ მასზე ჭამა შეგიძლიათ. თუმცა, ასევე იქცევით, მედდა კი წამლებს იატაკზე გიყრით და მერე ქათამივით კენკავთ მათ. ეს სანახაობა კირჩხიბებზე დამამშვიდებად მოქმედებს.

8 მიზეზი, თუ რატომ უნდა დაქორწინდე რთული ხასიათის გოგოზე

მთელი ეპოქის დასასრული და ახლის დასაწყისი მთვარის დაბნელება - "მოიშორეთ ყველაფერი, რაც მოსაშორებელია, დატოვეთ მხოლოდ ჯანსაღი ურთიერთობები"

ზოდიაქის ნიშნები, რომლებმაც წლის ბოლომდე კარმა უნდა გაისუფთაონ