როგორი ქალი იზიდავს მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

როგორი ქალი იზიდავს მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

რომელ ზოდიაქოს ნიშანზე მოევლინენ ქვეყანას სხვადასხვაგვარები არიან. შესაბამისად, გემოვნება და მოთხოვნებიც სუსტი სქესის მიმართ განსხვავებული გააჩნიათ. ამიტომ საიმისოდ, რომ ზუსტად განსაზღვროთ როგორი უნდა იყოთ სასურველ მამაკაცს რომ თავი მოაწონოთ, აუცილებელია იცოდეთ მისი ზოდიაქოს ნიშანი და ამ ნიშნისთვის დამახასიათებელი ქალის იდეალი.

ასე მაგალითად ვერძს

- ყოჩაღი, მეგობრული, აქტიური ქალები იზიდავს. მისთვის მნიშვნელოვანია ასევე ისიც, თუ რამდენად ეფექტურად გამოიყურებით ვიზუალურად.

კუროს გაწონასწორებული, მშვიდი, ერთგული ქალები მოსწონს. მისთვის მომხიბვლელია ქალი მრგვალი ფორმებით. ასე რომ, თამამად მოახდინეთ მასთან თქვენი "ფუმფულა" სხეულის ნაწილების დემონსტრირება.

ტყუპი იხიბლება ჭკვიანი და კარგად მოლაპარაკე ქალებით. შესაბამისად, ინტელექტის ამაღლებაზე იზრუნეთ მასთან ურთიერთობისას. გარეგნულად კი სასურველია, რომ ასაკთან შედარებით გაცილებით ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ.

კირჩხიბი დედის ტიპის ქალების მიმართ ამჟღავნებს სიმპათიას. ამიტომ თამამად წადით პაიემანზე მასთან თუკი ასაკით ბევრად უფროსი ხართ. ვიზუალურად უნდა გამოიყურებოდეთ როგორც სოლიდური დამა.

ლომს ალალი, გულღია და მეგობრული ქალები მოსწონს. მისთვის აუცილებელია, რომ ცოტათი სუსტი და დაუცველი იყოთ ამავდროულად. ვიზუალურად უნდა გამოიყურებოდეთ როგორც ანცი თინეიჯერი.

ქალწულს მოწესრიგებული, ჰიგიენური და ჭკვიანი ქალები მოსწონს. მასთან ურთიერთობისას პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა უნდა გამოავლინოთ. იზრუნოთ მასზე. ვიზუალურად მოერიდეთ მკვეთრ მაკიაჟს და გამომწვევ სამოსს.

სასწორს ლამაზი ღიმილის მქონე, დიპლომატიური ქალები მოსწონს. თუკი თქვენ არც ისე ლამაზი ხართ მაგრამ მომხიბვლელად იღიმებით, ჩათვალეთ, რომ ამ კაცის გულს მალე მოიგებთ. გარეგნულად იყავით მოდური, დახვეწილი და სადა.

მორიელს ვნებიანი, გამომწვევად სექსუალური და იდუმალებით მოცული ქალები ხიბლავს. საიმისოდ, რომ მას მოეწონოთ, უნდა იყოთ ერთდროულად სუპერსექსუალური და ერთგულების განსახიერება.

მშვილდოსანს მეგობრული, ხალისიანი, კარგი იუმორის გრძნობის მქონე ქალი მოეწონება. მას რომ მოეწონოთ, უნდა იყოთ უკომპლექსო, თავისუფალი, მოგზაურობისა და ხეტიალის მოყვარული, გულღია და გულუხვი.

თხის რქას წარმატებული და მოწესრიგებული ქალები იზიდავს. მისთვის მნიშვნელოვანია ქალის სტატუსი და რეპუტაცია საზოგადოებაში. ვიზუალურად მოსწონს დახვეწილი, თუმცა კლასიკური სტილის მქონე ქალები.

მერწყულს ორიგინალური, ინტელექტუალური, საინტერესოდ მოსაუბრე ქალები იზიდავს. მისთვის აუცილებელია ქალმა მიანიჭოს მაქსიმალური თავისუფლება ურთიერთობაში. ვიზუალურად ორიგინალური სტილის მქონე, ექსცენტრიკული ქალები იზიდავს.

თევზებს აქტიური, ძლიერი ნებისყოფის მქონე ქალი იზიდავს. მისთვის აუცილებელია პარტნიორი კარგად უგებდეს ემოციურად.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?