რომ მომავალი 2016 წელი მაიმუნის თანაც წითელი (ცეცხლოვანი) მაიმუნის წელია გიხაროდეთ, ე.წ. Color Blocking სტილის სამოსის მოყვარულებო, მაიმუნის წლის შესახვედრად ზუსტადაც, რომ მკვეთრი, ხასხასა ფერებია რეკომენდებული ასტროლოგების მიერ.
მაიმუნს ყველაფერში სიმკვეთრე უყვარს. ამიტომ 2016 წლის უახლეს მოდურ ტენდენციებზეც იქონიებს გავლენას წლის მმართველი. ალბათ დააკვირდით იმას, რომ ცხვრის წელმა მოდაში ბეწვიანი და "გაბურძგნული" ფაქტურის მქონე სამოსი შემოიტანა. მაიმუნი კი თავის მხრივ 2016 წელს მკვეთრი, ხასხასა ფერების სიმრავლით აავსებს.
ალისფერი, სტაფილოსფერი, მზისფერი ყვითელი, ინტენსიური ზურმუხტისფერი, ხასხასა მწვანე აი, საახლწლო პალიტრა თქვენი იდეალური გარდერობის დასაგეგმად. ამასთან ერთად, მასალა და ფაქტურა მკაცრად განსაზღვრული არ გახლავთ, მაიმუნი ყველაფერში სპონტანიურობის, ექსპერიმენტებისა და კრეატივის მომხრეა. აი, რაც შეეხება აქსესუარებს, მათი შერჩევისას დიდი დაკვირვება გმართებთ.
თუკი თხის წელში მოდური იყო ხის ან თიხისგან (ბუნებრივი მასალის) დამზადებული სამკაულები, მაიმუნის წელს მეტალის ან ბრჭყვიალა ელემენტებით გაწყობილი აქსესუარებით უნდა შეხვდეთ. ძვირფასი ქვებიდან კარგია ალმასის, ლალის, ოპალის ტარება. სასურველია ვარცხნილობასაც თუ მკვეთრი დეტალებით ან ბრჭყვიალა თმისსამაგრებით გაამდიდრებთ.
შესანიშნავი დაგვირგვინება იქნება თქვენი საახალწლო იმიჯისთვის მხარზე მოგდებული ხელოვნური ან ნატურალური ბეწვის ბოა, რომელიც საახალწლო იმიჯს მდიდრულ და ლამაზ ელფერს შესძენს.