კარგ ასტროლოგს აუცილებლად ექნება რუკაში რამდენიმე სპეციფიკური პლანეტა დომინანტური სტატუსით. მაგ., ურანი, პროზერპინა ან ნეპტუნი . გარდა ამისა, სატურნის და მზის სიძლიერეზეც დიდწილად არის დამოკიდებული ასტროლოგის წარმატება.
თუკი ასტროლოგის რუკაში ნეპტუნია განსაკუთრებული სიძლიერით გამოვლენილი, ასეთ შემთხვევაში ადამიანს გამუდმებით აქვს უტოპიური გეგმებისა და პროექტების განხორციელების მოთხოვნილება. ამტკიცებს არარსებულ თეორიებს და ზოგადად, შეცდომაში შეჰყავს ხალხი. ამიტომ, სასურველია, რომ ნეპტუნი სიძლიერით მეორე ან მესამე პლანეტა იყოს ასტროლოგის კოსმოგრამაში.
ევანჯელინა ადამსი - მერწყული
ასტროლოგის რუკაში ნაკლები სიძლიერით უნდა იყოს გამოვლენილი შემდეგი პლანეტები: ვენერა, პლუტონი, მზე და მარსი. პლუტონის სიძლიერე ზემოთ ჩამოთვლილთა შორის უფრო დასაშვებია, ისიც იმ შემთხვევაში, თუ საქმე გვაქვს ასტროლოგიის როგორც დარგის პოპულარიზატორთან და არამხოლოდ პრაქტიკოს-ასტროლოგთან.
კარგ ასტროლოგს კოსმოგრამაში ძლიერად უნად ჰქონდეს გამოვლენილი შემდეგი ზოდიაქოს ნიშნების გავლენა: თხის რქა, კირჩხიბი, მშვილდოსანი.
შედარებით სუსტი უნდა იყოს სასწორის, კუროსა და ლომის გავლენა. ზოგადად, ლომის ძლიერი გავლენით ძალზე იშვიათად ვხვდებით კარგ ასტროლოგებს. გამონაკლისია ალან ლეო რომლის ნიჭსაც პირად რუკაში, ძლიერად გამოვლენილი ურანი განაპირობებდა.
რაც შეეხებათ სასწორებს, ამ მხრივ რუკაში აუცილებელია პროზერპინას ძლიერი ასპექტები საიმისოდ, რომ სასწორი ასტროლოგიით სერიოზულად დაკავდეს.
კარგი ასტროლოგისთვის აუცილებელია შემდეგი სტიქიების კომბინაცია: წყალი-ჰაერი და წყალი-ცეცხლი . დომინანტური ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელს კი პროფესიონალ ასტროლოგად ჩამოყალიბებაში, ძლიერი ურანი შეუწყობს ხელს.
ლინდა გუდმენი - ვერძი
საჭირო ასპექტები: ურანი-მერკური, ურანი-მერკური-სატურნი, მთვარე-მერკური-ურანი, მთვარე-მერკური-პროზერპინა, მთვარე-ურანი.
ასევე კარგია ურანი ასცედენტზე ან ამ პლანეტის შეერთება მერკურთან უშუალოდ ასცედენტზე. მზე-ურანის კომბინაცია ასცედენტზე ან მთვარე-ურანი ასცედენტზე.
ალან ლეო -ლომი
აქტიური სახლები: 11, 1 (დარგის პოპულარიზაცია, საკუთარი " მეს " კარგი აღქმა) და 8, 10 სახლები.
კონკრეტული გრადუსები, რომლებიც მიგვანიშნებენ ასტროლოგის მონაცემებზე : ვერძის 3-26 გრადუსი, ასევე კუროს – 14, ტყუპების – 11, კირჩხიბის – 17, ლომის – 6, ქალწულის – 13, სასწორის – 11, მორიელის – 7, მშვილდოსნის – 26, თხის რქის – 1-8 -17-25, მერწყულის – 8-18-30 და თევზების 6-15-24 გრადუსები.