რომ ნებისმიერი მამაკაცი იცვლება დაოჯახების შემდეგ. სასიყვარულო პერიოდი სულ სხვა რამეა, ამ დროს მამაკაცი ცდილობს ქალს საუკეთესო კუთხით დაანახვოს საკუთარი თავი, რათა ეს უკანასკნელი ხელში მალე და მარტივად ჩაიგდოს, ხოლო მას შემდეგ რაც თქვენი პარტნიორი ოჯახური მოვალეობების ტვირთს ზურგზე წამოიკიდებს, რეალურად ფასდება მისი როგორც მამაკაცის საუკეთესო თვისებები და უნარი - გააცნობიეროს პასუხისმგებლობა. ასტროლოგები თვლიან, რომ მამაკაცი იმის მიხედვით თუ რომელ ზოდიაქოს ნიშანზეა დაბადებული სხვადასხვაგვარად ავლენს თავს სიყვარულსა და ოჯახურ ურთიერთობაში. ამიტომ გულდასმით ჩაიკითხეთ ჩვენი მორიგი სტატია ქალბატონებო, რათა მოსალოდნელ სიტუაციას მომზადებული დახვდეთ:
ვერძი - სიყვარულში მიზანსწრაფული, ჯიუტი და შეუვალია. ოჯახურ ცხოვრებაში ეგოისტი და მომთხოვნი.
კურო - სასიყვარულო პერიოდში წინდახედული, ფრთხილი და დაკვირვებულია. მოვლენებს არ დააჩქარებს. სამაგიეროდ, როგორც ქმარი უბადლო, მოსიყვარულე და სტაბილური იქნება.
ტყუპი - ფლირტის დროს თავბრუს დაგახვევთ, გამჭრიახობა და ბასრი ენა მისი იარაღია. ქალებს კი ხომ იცით ყურებით უყვართ. როგორც ქმარი არასტაბილური, ცვალებადი და მოუსვენარი იქნება.
კირჩხიბი - სასიყვარულო ურთიერთობაში მორცხვი, პასიური და ჩაკეტილია. იძულებულს გაგხდით პირველი ნაბიჯების გადადგმაც კი თქვენ გაკისრებინოთ. სამაგიეროდ, როგორც ქმარი იდეალური იქნება, ოჯახზე თავგადადებული და ცოლის საუკეთესო მეგობარი.
ლომი - სიყვარულში შეუდარებელია, თავს დედოფლად გაგრძნობინებთ, აგავსებთ საჩუქრებით. როგორც ქმარი დესპოტურია, ითხოვს მუდმივ ყურადღებასა და სითბოს.
ქალწული - სიყვარულში პრაგმატული, რაციონალური და წინდახედულია. ურთიერთობა ნელ-ნელა გადაჰყავს სერიოზულ ფაზაში. როგორც ქმარი მზრუნველი, ყურადღებიანი და საოცრად ერთგული იქნება.
სასწორი - ფლირტის დიდოსტატი და ქალების მოხიბვლის ექსპერტია. თავბრუს დაგახვევთ გალანტურობითა და ლამაზი კომპლიმენტებით. როგორც ქმარი პასიური იქნება, ოჯახის მართვას მთლიანად მოგანდობთ თქვენ.
მორიელი - სიყვარულში ეჭვიანი, აუტანლად მესაკუთრე, ცოტა დესპოტური და მკაცრია. სამაგიეროდ, როგორც მეორე ნახევარი მზრუნველობას არ მოგაკლებთ, მისთვის ოჯახი უმთავრესი ფასეულობაა ამ ქვეყანაზე.
მშვილდოსანი - შეუდარებელი საყვარელი და ქრონიკული დონ ჟუანია. მის გვერდით თავს ერთადერთ და განუმეორებელ ქალად ჩათვლით. როგორც ქმარი ცოტა უპასუხისმგებლო, ცვალებადი და არაპროგნოზირებადი იქნება. თქვენგან მოითხოვს აბსოლუტურ ნდობასა და თავისუფლებას.
თხის რქა - სიყვარულში მოზომილი, შეიძლება ითქვას გრძნობების მხრივ საოცრად თავშეკავებული და სიტყვაძუნწია. სამაგიეროდ, როგორც ქმარი საიმედო, ერთგული და თავდადებული იქნება.
მერწყული - ორიგინალობა არ აკლია სიყვარულში. შეუძლია დაგატყვევოთ საკუთარი ჭკუითა და საუბრით. არც სიურპრიზების მოწყობა ეშლება. თუმცა, როგორც ქმარი, საკმაოდ არასტაბილური და ცვალებადია.
თევზები - სიყვარულში რომანიტიკულობის განსახიერებაა, თუმცა უჭირს გადაწყვეტილების მიღება და შეუძლია წლობით ატაროს შეყვარებულის სახელი. როგორც ქმარი, გამგებიანი და გულისხმიერია. თუმცა, ნაკლებად უყვარს პასუხისმგებლობები.