პლანეტების გავლენა არამხოლოდ ჩვენს ხასიათსა და ბედზე არამედ გემოვნებასა და ჩაცმულობის სტილზეც ახდენს დიდ გავლენას. პლანეტა მფარველი, რომელიც ჩვენ ზოდიაქოს მართავს განაპირობებს იმას თუ როგორი ტიპის იმიჯით გვირჩევნია წარვდგეთ საზოგადოების წინაშე.
ასე მაგალითად ვერძ ქალს მამაკაცური და ქალური ელემენტების შეხამება მოსწონს სამოსში. ნაზი და უხეში ფაქტურების თამაში, ვერძ ქალს განსაკუთრებულად ქალურად წარმოაჩენს.
ქალი კურო მსუბუქი სტილის, თავისუფალ სამოსს ანიჭებს უპირატესობას. მისთვის მნიშვნელოვანია სამოსის ფაქტურა. ამიტომ ხშირად ირჩევს ძვირფას მატერიას. მის არჩეცვანზე გავლენას ახდენს პარტნიორის ან ახლობლების აზრი.
ტყუპი ქალი ყოველთვის ცდილობს სამოსით საკუთარ სექსუალურობას გაუსვას ხაზი. არ ერიდება მკვეთრ ფერსა და გამოყვანილ სამოსს. მისთვის მისაღებია ღრმა დეკოლტე და მინი.
კირჩხიბი ქალი საოცრად ქალური და ნაზია. სამოსში ნატურალურ ფერებს ანიჭებს უპირატესობას. მოსწონს ერთდროულად პრაქტიკული და ქალური სამოსი. გიჟდება ნახევრად გამჭვირვალე ფაქტურაზე.
ლომი ქალი საკუთარი გარეგნობის ხაზგასმას ხშირად სამოსით ცდილობს. მოსწონს ელეგანტური სამოსი. მაგრამ ასევე მდიდრული ფაქტურის და ხარისხის მქონე. არ ენანება ფული ძვირფასეულობაზე. სიამოვნებით ატარებს ოქროს.
ქალწული პერფექციონისტი და მინიმალისტია. რაც აცვია აუცილებლად სადა, მაგრამ კარგი ხარისხის იქნება. მისთვის მიუღებელია ზედმეტობა სამოსში. ერიდება მკვეთრ ფერებს და დიდ აქსესუარებს.
სასწორი ნამდვილი მოდის გურუა. ჩაცმა-დახურვა მისი სუსტი წერტილია. აღმერთებს ფერებს და ლამაზ-ლამაზ აქსესუარებს. არანაკლებ ზრუნავს მაკიაჟზე.
მორიელი ყველაფერი მოსწონს, რაც მის სექსუალურ ბუნებას გამოხატავს. თუმცა შავი ფერი მისი სისუსტეა. შეუძლია მამაკაცურ სამოსშიც კი საოცრად სექსუალურად გამოიყურებოდეს. მისი განუყრელი თანამგზავრია წითელი ლაქი ან პომადა.
მშვილდოსანი სპორტულ და პრაქტიკულ სტილს ანიჭებს უპირატესობას. არ გიჟდება ჩაცმაზე. მისთვის მთავარია სამოსი მოსახერხებელი იყოს. ხშირად იცვამს განწყობის მიხედვით.
თხის რქას სოლიდური იმიჯი აქვს. მოსწონს მკაცრი სტილის კოსტუმები. საოცრად იხდენს ყოველგვარი სახის უნიფორმასა და სათვალეებს.
მერწყული ექსპერიმენტატორია ჩაცმაში. ხშირად გამოხატავს საკუთარ ინდივიდუალიზმს ზუსტად სამოსით. მოსწონს სხვადასხვა სტილისა და ფაქტურის სამოსის შეხამება. არ ერიდება ექსპერიმენტებს.
თევზებს გასაოცარი უანრი აქვს მწირი ბიუჯეტითაც კი მოდურად შეიმოსოს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალებს გააჩნიათ ნიჭი, იშვიათი და ლამაზი ნივთების შერჩევის. ხშირად ატარებენ ორიგინალურ სამკაულებს.