რომანი „დედიკოს ბიჭთან“ - მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომლებსაც ინფანტილურობისკენ გააჩნიათ მიდრეკილება

რომანი „დედიკოს ბიჭთან“ - მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით,  რომლებსაც  ინფანტილურობისკენ გააჩნიათ მიდრეკილება

ემანსიპაციის პერიოდში ალბათ მამაკაცებმა გარკვეულწილად დაკარგეს ფუნქცია. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება მამაკაცი დარჩეს მამაკაცად, თუკი მასში არის საკმარისი მონაცემები საამისოდ და ხელს აღზრდაც უწყობს. თუმცა, არსებობენ ე.წ. "დედიკოს ბიჭებიც", მამაკაცები, რომელთაც ბავშვობის ასაკიდან გამოსვლა უჭირთ, ან საერთოდაც არ შეუძლიათ მთელი ცხოვრების მანძილზე. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ლომის წილი, მათი ხასიათის ჩამოყალიბებაში დედას მიუძღვის, თუმცა ასტროლოგები თვლიან, რომ ზოგიერთ ადამიანს ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე, ბავშვობიდანვე გააჩნია დედასთან მიჯაჭვულობის მაღალი კოეფიციენტი. ამიტომ თუკი ზოდიაქოს ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნით დაბადებული ბიჭის მშობელი ხართ თქვენც დიდი სიფრთხილე მოგეთხოვებათ.

კურო

- პლანეტა ვენერას მართვაში მყოფი ინდივიდია. პატარა ასაკიდანვე აქვს მიდრეკილება სიზარმაცისა და კომფორტისკენ. მისგან შეიძლება უმაღლესი დონის ეგოისტი და დედიკოს ბიჭი დადგეს, თუკი ბავშვობიდან მიაჩვევთ უზრუნველ ცხოვრებას და ხელს შეუწყობთ ღორმუცელობაში.

კირჩხიბი - მთვარე, ქალური ენერგეტიკის მქონე პლანეტაა, რომელიც თავის მხრივ კირჩხიბის ზოდიაქოს მართავს. ამიტომ მამაკაცი კირჩხიბები, რაც არ უნდა ვაჟკაცური ხასიათი ჰქონდეთ, მაინც გამოირჩევიან გარკვეული ფემინურობით. ნებისმიერი მამრი კირჩხიბი აღმერთებს დედას, ამიტომ დიდ ასაკშიც კი უჭირს ამ უკანასკნელის კალთას მოშორდეს, თუკი, რა თქმა უნდა, თავად დედაც შეუწყობს ამაში ხელს.

თხის რქა - პლანეტა სატურნი, რომელიც თხის რქის ზოდიაქოს მართავს, თხის რქა მამაკაცების უმეტესობას ანიჭებს უზომო პასუხისმგებლობის გრძნობას ოჯახის წევრებისა და განსაკუთრებით დედის მიმართ. თხის რქა ძალიან ადვილად ექცევა დედის გავლენის ქვეშ და ეს გავლენა სამომავლოდ მის პირად არჩევანსაც განაპირობებს. იგი არასოდეს დაქორწინდება ისეთ ქალზე, რომელიც დედას არ მოეწონება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?