ნებისმიერი ადამიანისთვის კონკრეტული ასაკი არსებობს საიმისოდ, რომ მან ჰარმონიული, ბედნიერი ოჯახის შექმნა შეძლოს. ზოგიერთი ამ ასაკის მოსვლამდე ასწრებს ხოლმე რამდენიმე უიღბლო რომანის გადატანას ან სულაც განქორწინებას. განსაკუთრებით რთული ამ მხრივ მამაკაცების ბედია. ძლიერი სქესის ყველა წარმომადგენელი როდია მზად უღელში თავის გასაყოფად ადრეული ასაკიდან.
ასე მაგალითად, "ქრონიკული ბერბიჭების" სიაში შედიან: მერწყულის, ტყუპის, მშვილდოსნისა და ქალწულის ნიშნით დაბადებული კაცები. მერწყული და მშვილდოსანი ზედმეტად აფასებს თავისუფლებას, ტყუპი სიახლეებისა და ფლირტის მოყვარულია, ხოლო ქალწული ზედმეტად პრეტენზიული და საკუთარი "პერფექციონისტის" ბუნება არ აძლევს საშუალებას მარტივად მიიღოს გადაწყვეტილება ცხოვრების მეგზურის არჩევისას. ზოდიაქოს ამ ნიშნებს შორის დაბადებულმა მამაკაცებმა სასურველია ოჯახი გვიან ასაკში შექმნან. იმიტომ რომ, ისინი საკმაოდ რთულად "მწიფდებიან" ოჯახური ცხოვრებისთვის.
შედარებით ადვილია "ქმრის" როლის მორგება სასწორის, თევზების, ლომის და ვერძის ნიშნით დაბადებული მამაკაცებისთვის. ზოდიაქოს ამ ნიშნებს შორის ემოციური, რომანტიკული და თბილი ადამიანები გვხვდებიან ხშირად. ამიტომ მათთვის აქტუალური საკითხია პარტნიორობის თემა და სიყვარულის გამო ბევრ რამეზე არიან წამსვლელი. თუმცა, რამდენად სტაბილური და ხანგრძლივია მათი გრძნობები ეს უკვე სხვა საკითხია. შეიძლება ითქვას, რომ მათ გრძნობებს მუდმივი მოვლა და განახლება სჭირდება ქალის მხრიდან.
დაბოლოს, სტაბილური და ადრეული ასაკიდანვე "მეორე ნახევრის" სტატუსის მოსარგებად სავსებით მზადმყოფი მამრების სია ასე გამოიყურება - კურო, კირჩხიბი, თხის რქა და მორიელი. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს ადრეული ასაკიდანვე გააჩნიათ მოვალეობის შეგრძნება. არ აშინებთ პასუხისმგებლობები და სხვებზე ზრუნვის აუცილებლობაც არ არის მათთვის მძიმე ტვირთი. ისინი ლიდერული ტიპაჟები არიან, ამიტომ ოჯახი მათთვის თავისებური პოლიგონია ამ ლიდერული პოტენციალის გამოსამჟღავნებლად. შესაბამისად, ასტროლოგები თვლიან, რომ ქორწინების ასაკი ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცებში შეიძლება საკმაოდ ადრეულ წლებშიც კი დადგეს.