ცხოვრებას გულის ამაჩქარებელი ემოციები, რომანტიკული ნაცნობობა და იმის რწმენა აფერადებს, რომ სიყვარული ამქვეყნად ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას.
ასტროლოგები თვლიან, რომ ამ ამაღელვებელ მომენტს ხელს უწყობს რამდენიმე კონკრეტული პლანეტის ტრანზიტული გადაადგილება კონკრეტულ ზოდიაქოს ნიშანში და მათი ჰარმონიული კომბინაციები. ამ მხრივ არც 2014 წელია გამონაკლისი.
წლევანდელი წლის გაზაფხულზე კერძოდ აპრილი-მაისის შუალედში, სიყვარული ვერძისა და თევზების ზოდიაქოს წარმომადგენლებს ეწვევათ .
უფრო მოგვიანებით – დაახლოებით ივნისიდან, ამურის ისრები ლომებისთვის იქნება განკუთვნილი.
ხოლო ზაფხულის მეორე ნახევრიდან მორიელებისთვისაც მოიცლის კუპიდონი.
აი, სექტემბრის ბოლო დეკადაში კი რომანტიკის საბურველში უკვე სასწორის ზოდიაქოს წარმომადგენლები გაეხვევიან , უფრო მეტიც, მათთვის ამ პერიოდში დაწყებული რომანი შესაძლოა საკმაოდ მალე დასრულდეს ბედნიერი და მყარი ოჯახის შექმნით.