რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელის მაისის თვეში თავბრუდამხვევი რომანი

რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელის მაისის თვეში თავბრუდამხვევი რომანი

სიყვარულზე პლანეტა ვენერაა პასუხისმგებელი. მისი ტრანზიტები (მოცემულ მომენტში ცაზე გადაადგილება) და სხვა პლანეტებთან კონფიგურაცია იწვევს ადამიანთა ცხოვრებაში სასიყვარულო რომანების დაწყება-დასრულების ალბათობას. ხოლი იმაზე თუ რამდენად სერიოზული შეიძლება იყოს თავად ეს მოვლენა და უფრო მეტიც, როგორ განვითარდება იგი ვენერას კონკრეტულ ზოდიაქოს ნიშანში განლაგება მეტყველებს.

ამ მოკლე ასტროლოგიური ექსკურსით, მინდა მაისის თვეში მოსალოდნელი სასიყვარულო პერიპეტიების შესახებ გესაუბროთ.

მთელი აპრილის მანძილზე ვენერა თევზებს სტუმრობდა. შესაბამისად, ამ პერიოდში დაწყებული რომანები შესაძლოა გულწრფელი, დიდი ემოციების ხარჯზე განვითარებულიყო . ამ ეტაპზე კი ვენერა ცეცხლოვან ვერძშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ურთიერთობაში მძაფრი ემოციები, კამათი და ხმაურიანი გარჩევებია მოსალოდნელი.

Astrologia

მოკლედ რომ ვთქვათ, ტემპერატურა დუღილის ნიშნულს უახლოვდება. თუმცა მაისის მეორე ნახევრიდან ეს სიტუაცია შედარებით დასტაბილურდება, რადგან პლანეტა ვენერა თავის ჭეშმარიტ სამყოფელში კუროს ზოდიაქოში გადაინაცვლებს და სწორედ ამ დროიდან იქნება შესაძლებელი მყარი, მშვიდი და სტაბილური პირადი ურთიერთობების შენება წყვილებს შორის.

მათ კი ვინც აპრილიდან მოყოლებული ვერა და ვერ არეგულირებს სასიყვარულო ფრონტზე წარმოქმნილ პრობლემებს, ვენერას გადასვლა კუროს ზოდიაქოში ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს და ყველა მათგანი სიტუაციას უფრო ნათელი თვალით შეხედავას.

დაბოლოს, ყველაზე საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისი გულიცა და შესაბამისად, ცხოვრებაც რომანტიული გრძნობებისგან ცარიელია. თუ თქვენ ვერძის ან კუროს ზოდიაქოს ნიშნით მოევლინეთ ქვეყანას დიდი შანსია კუპიდონმა სწორედ ამ თვეში მოგიკაკუნოთ კარზე და თქვენს ცხოვრებაში საკმაოდ ხანგრძლივი ვადით გაიგრძელოს ვიზიტი.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?