რომელ ზოდიაქოს ნიშანს ელის სექტემბრის თვეში დაუვიწყარი რომანტიკული ურთიერთობა

რომელ ზოდიაქოს ნიშანს  ელის სექტემბრის თვეში დაუვიწყარი რომანტიკული  ურთიერთობა

მზე ერთობ არარომანტიკული და ფრიად პრაგმატული ქალწულის ზოდიაქოს გადის, თუმცა, პლანეტა ვენერა (სასიყვარულო და პირად კავშირებზე პასუხისმგებელი პლანეტა) ჯერაც ლომის ნიშნის დიასახლისია. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში მომატებულია პრაგმატული დამოკიდებულება სასიყვარულო ურთიერთობების მიმართ.

გარდა ამისა, გაზრდილია კონფლიქტების ალბათობაც ეჭვიანობის და უნახავი ემოციების ხარჯზე. თუმცაღა, სექტემბრის შუა რიცხვებიდან ყველაფერი ნელ-ნელა დასტაბილურდება. განსაკუთრებით ჰარმონიული შეიძლება იყოს ეს თვე მიწის სტიქიის ნიშნებისთვის (კურო, ქალწული, თხის რქა) სასიყვარულო კუთხით.

Astrologia

არანაკლებ უმართლებთ მორიელებს, მათ მხურვალე რომანის დასაწყებად სექტემბრის თვეში ყველა საჭირო და აუცილებელი წინაპირობა აქვთ. გარდა ამისა, საკმაოდ კარგი პერიოდია სასწორებისთვისაც პირადი ურთიერთობების კუთხით. შედარებით რთულია ეს თვე ემოციური თვალსაზრისით მშვილდოსნების, ტყუპისა და თევზებისთვის. მათ უმრავლესობას მოუწევს უკვე არსებულ ურთიერთობებს გადახედონ და იქ დაშვებული შეცდომები გაანალიზონ. წინააღმდეგ შემთხვევაში კონფლიქტები გარდაუვალი იქნება.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?