ისევე როგორც მათ შემქმნელ ადამიანებს ხასიათის განსაკუთრებული თავისებურებები გააჩნიათ. აქედან გამომდინარე ხდება ალბათ ისიც, რომ თქვენი პატარა სწორედ იმ კონკრეტულ პერსონაჟს ირჩევს და იჩემებს, რომელიც ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე დგას ახლოს მის ბუნებასთან.
ვერძი - მაშა მულტფილმიდან "მაშა და დათვი"
პატარა ვერძები მოუსვენრები, თავქარიანები და უზომოდ მოძრავები არიან. არ აქვს მნიშვნელობა ბიჭია თუ გოგონა, ორვე სქესის პაწია მარსიანელი თავგამოდებით ეძებს გასართობს, ხშირად ერთობ სახიფათოსაც კი. მაგალითად, იგი აუცილებლად დაინტერესდება იმით, თუ როგორ მუშაობს ტოსტერი და საამისოდ, საკუთარ თითებსაც აქტიურად გამოიყენებს. ამასთან ერთად, რომ დაიწვას, გაიჭრას ან იღრძოს კიდეც რამე, იმედი იმისა, რომ ჭკუას ისწავლის და მეორედ იგივეს აღარ იზამს, ნუ გექნებათ.
კურო - პანდა მულფილმიდან "კუნგფუ პანდა"
პატარა კუროები დინჯები, მშვიდები და გამაოგნებლად ჯიუტები არიან. მათი კიდევ ერთი მთავარი დამახასიათებელი თვისება კი სმუსნიაობაა. აქედან გამომდინარე კუროს ტოტალური სიჯიუტის დაძლევა, მხოლოდ და მხოლოდ გემრიელი სასუსნავის ხარჯზე შეიძლება. თუმცა, თუკი პატარა კურომ მიზნად რაიმე დაისახა, ამქვეყნად ყველაზე სათაყვანებელ კერძზეც კი იტყვის უარს, სასურველი მიზნის მისაღწევად.
ტყუპი - უცხოპლანეტელი მულტფილმიდან "ნახევარქათამა"
მსგავსად გალაქტიკიდან მოფრენილი პატარა, მოუსვენარი ჰუმანოიდისა, ტყუპი ბავშვის მშობლებსაც ხშირად უჩნდებათ შეგრძნება, რომ მათ შვილს, თუ ერთბაშად სამი თვალი არა, ორი წყვილი ხელი და ფეხი მაინც უბოძა განგებამ. აბა სხვა მხრივ, როგორ უნდა ახსნათ ის ფაქტი, რომ ამ წუთას თუ ჩართული მიქსერიდან გამოაყოფინებთ თითებს, წამის მეასედში სარეცხი მანქანის ლუკში იქნება გამაგრებული სახლობანას სათამაშოდ.
კირჩხიბი - თაგვი მულფილმიდან "რატატუი"
პატარა კირჩხიბი, სენტიმენტალურები, უზომოდ მგრძნობიარეები და ფანტაზიორები არიან. მათ ხშირად ჰყავთ გამოგონილი ე.წ. "წარმოსახვითი" მეგობრები, რომლებთან თამაშშიც ისინი დროს შესანიშნავად ატარებენ. თუმცა, რაკიღა კიბო კუჭით იმართება, ისინი არც კულინარიული ექსპერიმენტების ჩატარებაზე არიან უარს, თუკი მათ სამზარეულოს დალაშქვრის უფლებას მისცემთ.
ლომი - თუთიყუში ლუი მულტფილმიდან "რიო"
პატარა ლომები ამბიციურები, ამაყები და მოუსვენრები არიან. დაბადებიდანვე თანდაყოლილი საიმაყე, როგორც წესი, ბოკვერს არასოდეს მისცემს უფლებას, თანატოლებს შორის თავი რაიმეს არცოდნით ან სიმხდალით შეირცხვინოს. ამიტომ სურვილი გარშემო ყველას სიმპათია და კეთილგანწყობა დაიმსახუროს, პატარა ლომს ხშირად აიძულებს ნაირ-ნაირი ტრიუკები ჩაატაროს გარშემო მყოფთა სიმპათიის დასამსახურებლად.
ქალწული - ვილი მულტფილმიდან "ნახევარქათამა"
ფრთხილი, დაკვირვებული და ძალზე თვითკრიტიკულია. პატარა ქალწული სამყაროს დაბადების მომენტიდან თითქოსდა გამადიდებელი შუშით აკვირდება, რათა იგი სხვადასხვა სახის უზუსტობები აღმოაჩინოს. თუმცა, მიუხედავად ასეთი პრეტენზიულობისა, სწორედ მას ესაჭიროება ყველაზე მეტად, მშობლების მხრიდან მაქსიმალური წახალისება და მხარდაჭერა, რადგანაც ქება ქალწულისთვის ზედმეტი არასოდეს არის. იგი მას მომავლის რწმენის გამომუშავებისთვის ჰაერივით სჭირდება.
სასწორი - რობოტი ვოლი მულტფილმიდან "ვოლი"
მოსიყვარულე, კომუნიკაბელური და მშვიდობისმოყვარეა. პატარა სასწორს ადრეული ასაკიდან აქვს გამომუშავებული პარტნიორული ურთიერთობების მიმართ განსაკუთრებული მომთხოვნილება, ამიტომ მისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან ჰყავდეს ჰარმონიული სამეგობრო წრე. როგორც წესი ბაღიდან შეყვარებულია და ზრდასრულ ასაკამდე ალბათ რამდენიმე ლავ-სთორისაც გადააგორებს, ისე რომ ცხოვრების მიმართ ვარდისფერი სათვალეებით ყურებას, მონდომებით გააგრძელებს იდეალური სიყვარულის ძიებაში.
მორიელი - სტიჩი მულტფილმიდან "ლილუ და სტიჩი"
ეს პატარა ბრაზიანი მხეცუნია, როგორც წესი, მხოლოდ უახლოესი ადამიანებისთვის იმეტებს თავის იშვიათ ღიმილს და ყურადღებას. სანამ ჯერ კიდევ ძალიან პატარაა, ნაირნაირ დეიდა-ბიძიებთან მისით თავის მოწონების მცდელობას, უკმაყოფილო ბუზღუნით შეხვდება. უკვე წამოზრდილი კი თავად გადაწყვეტს ვის, როდის და რა დოზით ეკონტაქტოს. ეს იმიტომ, რომ მან თქვენზე უკეთ იცის, თუ ვისგან რას უნდა ელოდოს ცხოვრებაში.
მშვილდოსანი - ვირი მულტფილმიდან "შრეკი"
მხიარული, მოუსვენარი და კომუნიკაბელურია. უკვე პატარა ასაკიდან წარმატებით ახერხებს, რომ თავი ნაირნაირ დავიდარაბაში გაჰყოს. მაგალითად სახიფათო კასკადიორული ტრიუკი ჩაატაროს მარშრუტით, - კარადის თავი-მაგიდა-სკამი დაშვება იატაკისკენ, საიმისოდ რომ სტუმრებს თავი მოაწონოს. თუმცა იგივე ზემოხსენებულ სტუმრებს გამორიცხული არა, მოგვიანებით ამაყად გამოუცხადოს, თუ როგორ წუწუნებდა სამზარეულოში ბებია, მათი ქრონიკული ვიზიტების, დაუსრულებლობის შესახებ.
თხის რქა - თაგვი როდი მულტფილმიდან "დაითესე"
დაბადებიდანვე მზადაა საიმისოდ, რომ უნდა გაიზარდოს, დიდი კაცი გახდეს და ცხოვრებისეულ სირთულეებს მონდომებით შეეჭიდოს. ძალიან უყვარს არისტოკრატობანას თამაში და თანატოლებისთვის ჭკუის სწავლება. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად ჯიჯღინა და პრეტენზიულია, ყოველთვის მზადაა გმირობა ჩაიდინოს და ოჯახის წევრებს რაღაცით ასიამოვნოს.
მერწყული - ტინკერ ბელი მულტფილმიდან "ფერიები"
ცნობისმოყვარე, მოუსვენარი და არაპროგნოზირებადია. დაბადებიდანვე უამრავი კითხვით იბადება არსენალში. აქედან გამომდინარე, საკუთარი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ოჯახში არსებული ნებისმიერი ნივთის მუშაობის პრინციპი და რაობა აინტერესებს. შესაბამისად, მის მიერ დაშლილ-რეორგანიზებული სათამაშოების გარდა, შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ მოულოდნელად სახლში, თქვენმა მიკროტალღურმა ღუმელმა კონდენციონერის ფუნქცია შეიძინა ან ჩვეულებრივი თმის საშრობი იქცა ხორცის საკეპ მანქანად.
თევზები - გოჭი "პეპა"
მეოცნებე, ინფანტილური და მგრძნობიარეა. პატარა ასაკიდან ვარდისფერი სათვალით უყურებს სამყაროს და როგორც წესი, ამ სათვალეებთან განშორება არც ზრდასრულ ასაკში ეხალისება. დიდი დიდი, სათვალის მოდელი ან ფორმა შეცვალოს მხოლოდ. ძალიან უყვარს გამოგონილ სამყაროში ცხოვრება და არარსებულ გმირებთან ურთიერთობა, რომლებიც მხოლოდ მის წარმოსახვაში ცხოვრობენ. თქვენ კი, თქვენი მხრიდან ამ წარმოსახვითი მეგობრების პატივისცემა და დაფასება მოგეთხოვებათ.