ვერძი - "საუკეთესო"
ვერძს ეს სიტყვა ყველაზე მეტად უყვარს. ვერძს კონკურენციის სული უყვარს და ყოველთვის პირველობისკენ მიისწრაფვის.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ვერძი სიტყვა "საუკეთესოს" ძალიან ხშირად იყენებს. "ეს ჩვენს ქალაქში საუკეთესო სასტუმროა", "მერწმუნეთ, ეს საუკეთესო სუშია, რომელიც ოდესმე გაგისინჯავთ", "ჩემი გოგო/ბიჭი დედამიწაზე საუკეთესოა" და ყველაფერი ამ სტილში.
ვერძის განწყობის მოსაპოვებლად ჯობს საუკეთესო უწოდოთ. ვერძს ამ სიტყვით გაახარებთ. შედეგი არ დააყოვნებს. ბედნიერი ვერძი თქვენთვის მწვერვალებს დაიპყრობს.
ლომი - "განუმეორებელი"
ლომს, ვერძისგან განსხვავებით, თუ ვინმესთან შედარებას დაუწყებთ, განრისხდება!
ლომს ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენა შეუძლია და ოვაციებსა და თაყვანისცემას, ასევე აღფრთოვანებულ ხედვას ელოდება. უთხარით ლომს, რომ ის განუმეორებელია და რომელიმე ვარსკვლავს არ შეადაროთ!
ქალწული - "სწორი"
ქალწულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის სწორი იყოს. ქალწული წესებს იცავს და სოციალურ ნორმებს არ არღვევს. ისეთი კონფორმისტები არიან, რომ გზაზე წითელ შუქნიშანზე არასდროს გადადიან. ის მწვანე შუქის ანთებას მოთმინებით დაელოდება მაშინაც კი, თუ მანქანა არაა.
მამაკაცი ქალწულისთვის სწორად ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოქმედება გონივრული და რაციონალური იყო.
ქალწული ყველაფერს წინასწარ გეგმავს, რომ შეცდომა თავიდან აიცილოს, რომელთა დაშვების პანიკურად ეშინია. ქალი ქალწული თავისი სისწორით ამაყობს - ის ჭკვიანი და კარგი დიასახლისია.
კურო - "საიმედო"
კუროს საიმედოობა ძალიან უყვარს და ვერძის მსგავსად არ გარისკავს. კუროს სტაბილურობა და ხვალინდელ დღეზე თავდაჯერებულობა უყვარს. მას საკუთარი თავის მატერიალურად უზრუნველყოფა სურს.
თავად ძალიან საიმედო და ადამიანია. მას შეგიძლიათ დაეყრდნოთ. ის კარგი მეგობარია, დროულად დაგეხმარებათ, პრაქტიკულ რჩევებს მოგცემთ და არასდროს გიღალატებთ. კურო მისი საიმედოობის გამო შეაქეთ!
სასწორი - "მომხიბლავი"
მომხიბლავი შესანიშნავის სინონიმია. სასწორს ყველაფერში სილამაზის დანახვა უყვარს. ლამაზი სურათი, სასიამოვნო გოგონა, შესანიშნავი ბიჭი! და ეს რა ლამაზი ყვავილებია ფანჯრის თაროზე? რა მომხიბლავია!
სასწორს სჭირდება რომ იყოს გრაციოზული. მასით, როგორც ხელოვნების ნიმუშით, აღფრთოვანებული უნდა იყოთ. მამაკაცი სასწორი რომანტიკულობის გამო უნდა შეაქოთ.
თხის რქა - "სტატუსი"
სტატუსი თხის რქის საყვარელი სიტყვაა. თხის რქა ადამიანის მანქანას უყურებს და მის მატერიალურ მდგომარეობას სწრაფად აფასებს, რადგან თვლის რომ ადამიანები უფრო დააფასებენ, თუ თავის ღირსებას წარმოაჩენს. მისთვის დიპლომები, ჯილდოები და პროფესიონალური აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია.
თხის რქა მიღწევებით თავის სტატუსს ამყარებს. სტატუსი განსაზღვრავს ადამიანის წონას სოციუმში. მისთვის "პიროვნების" შეგრძნება ძალიან მნიშვნელოვანია.
უთხარით თხის რქას, რომ ის შეუცვლელი თანამშრომელი, შესანიშნავი მეოჯახე და ერთგული მეგობარია! მთავარია, ყოველთვის მიანიშნოთ, რომ ის შეუცვლელი და ძალიან ღირებულია. თხის რქა პირველ ადგილას სამსახურს აყენებს და ამ სფეროში აღიარებას ელოდება.
მშვილდოსანი - "ავტორიტეტი"
ავტორიტეტი შესაძლებლობას გაძლევთ გასცეთ რჩევები, რომელსაც სხვები მოუსმენენ, ხოლო მშვილდოსანი სხვებისთვის ჭეშმარიტების გზის მიცემის ოსტატია. მშვილდოსანი მიისწრაფვის, რომ ავტორიტეტული პიროვნება იყოს, ამასთან არა ძალაუფლების, არამედ პატივისცემის გამო.
მშვილდოსანს უყვარს, როცა მას პატივს სცემენ და ნებისმიერ საკითხზე რჩევას ეკითხებიან. თავად ცდილობს განვითარდეს და ნაცნობების წრე გააფართოოს, რომ ადამიანების მორალური კუთხით განვითარების უფლება ჰქონდეს.
მორიელი - "ძლიერი"
"ძლიერი" ეს მორიელის საყვარელი სიტყვაა. სწრაფი, ინტენსიური, უშიშარი, ნახევრად საქმის კეთება არ უყვარს. მორიელი საქმეს თავს ბოლომდე უძღვნის და მისი ენერგიული მოქმედება გარშემომყოფებში ძლიერ რეაქციას იწვევს.
მორიელს სასიცოცხლო ენერგიის დიდი მარაგი აქვს, მას შეუძლია მოულოდნელად მიატოვოს ის, რასაც რამდენიმე წელი მიუძღვნა და სულ სხვა მიმართულებით წავიდეს, რადგან გული ასე კარნახობს. საზოგადოების სტერეოტიპებისგან დამოუკიდებელია, მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას იტყვიან სხვები, მორიელი თავდაჯერებული და თავისებურია.
მორიელს ძლიერი შთაბეჭდილების მოხდენა უყვარს და ადამიანების მოქმედებას აფასებს ან როგორც "ძლიერს" ან საერთოდ არ აფასებს.
კირჩხიბი - "უსაფრთხო"
კირჩხიბს საფრთხის შესახებ დიდი ინტუიცია აქვს, რის გამოც მას მშიშარას უწოდებენ. სინამდვილეში ინტუიცია ბევრი საკითხის გადაჭრაში ეხმარება და სხვათა შორის ტყუილს ხშირად გრძნობს და ცდილობს არ დადოს გარიგება, რომელსაც წააგებს.
კირჩხიბს უყვარს უსაფრთხოება და მის არსებობას უსაფრთხოს და კომფორტულს ხდის. კირჩხიბს ყველაზე მეტად ეშინია, რომ მისთვის საყვარელ ადამიანს შეიძლება საფრთხე შეექმნას.
ასე რომ, ნამდვილად კირჩხიბის გახარება შეიძლება იმის გარანტიით, რომ მის და მის ბავშვებს, მშობლებს არაფერი მოუვათ.
თევზები - "ზღაპრული"
თევზების საყვარელი სიტყვა ზღაპრულია. მას მდიდარი წარმოსახვის უნარი აქვს და უჩვეულო სამყაროში ცხოვრობს, სადაც სასწაულები რეალობაა, ხოლო ოცნებები მარტივად ხდება.
თევზები შემოქმედების და შთაგონების ნიშანია. მისი მმართველი ნეპტუნი, უსიტყვო სიყვარულის პლანეტაა, სწორედ აქედან მოდის ყველაფერი მშვენიერი და ზღაპრული. ზღაპრული სამყარო მატერიალურ სამყაროშიც შეიძლება შექმნას.
თავში როგორ სამყაროსაც შექმნით, რეალობაც ისეთი იქნება, ოღონდ ამის გასახორციელებლად ბევრი შრომა მოგიწევთ. ოდესღაც ჩვენც არ გვჯეროდა, რომ თვითმფრინავს ფრენა შეეძლო, რკინას კი წყალზე ცურვა. ასე რომ, ზღაპრული სამყაროს რეალობაში გადმოტანა სავსებით შესაძლებელია.
განაგრძეთ კითხვა intermedia.ge -ზე