რომელი წარმატების გასაღები შეგეფერებათ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

რომელი წარმატების გასაღები შეგეფერებათ, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ვერძი

171 გასაღები: „აკეთეთ პატარა საქმეები დიდი სიყვარულით".

ვერძებზე ამბობენ, წვრილმანზე არ უნდა შეაწუხო და რთულად დასაძლევ საქმეში გვერდში დაგიდგებაო. რას გულისხმობენ ამ დროს ასტროლოგები? ნუ მოსთხოვთ ვერძს ფურცლის გადაქსეროქსებას, სახე დაემანჭება ან ამოოხვრით გაგრძნობინებთ, რომ ძალიან ეზარება, მაგრამ თუ უშველებელი ბიბლიოთეკის ბაზის შედგენას დაავალებთ, პირწმინდად შეასრულებს საქმეს. სწორედ ამიტომ "წარმატების 365 გასაღებიდან" ამ ნიშნით დაბადებულებს 171-ე გასაღები შეეფერებათ.

Astrologia

კურო

252-ე გასაღები: „იფიქრეთ, ილაპარაკეთ და იმოქმედეთ, როგორც გამარჯვებულმა".

კუროებო, დამარცხების და გამარჯვების მიზეზი თქვენშია. დიახ, მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული, რას აპირებთ და რას ელოდებით - წინსვლას თუ უკუსვლას. ირწმუნეთ, რომ თქვენი მოლოდინები გამართლდება!

Astrologia

ტყუპი

172-ე გასაღები: „შეწყვიტეთ სხვების დადანაშაულება“.

როგორც რამაზ გიგაური წერს თავის წიგნში "წარმატების 365 გასაღები", ადამიანი, რომელიც მარცხს განიცდის, ეძებს გარემოებას ან პიროვნებას, რომელსაც საკუთარ მარცხს გადააბრალებს - ეს სწორედ ტყუპის "საფირმო შტრიხია." რატომ? იმიტომ რომ მას ძალიან აშინებს პასუხისმგებლობები. ტყუპო, თუ შეწყვეტთ სხვების დადანაშაულებას საკუთარ შეცდომებში ან წარუმატებლობაში, წინსვლა, ფინანსური დოვლათი და საყოველთაო აღიარება მალევე მოგაკითხავთ.

Astrologia

კირჩხიბი

71-ე გასაღები: „იყავით მადლიერი“.

არც ერთ ნიშანს ისე არ უყვარს წუწუნი, როგორც კირჩხიბს... წუწუნში იმდენ დროსა და ენერგიას ხარჯავს, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე ვეღარ კონცენტრირდება. გამოსავალი მადლიერებაშია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულმა უნდა დააფასოს ის, რაც უკვე აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამყაროსგან უკეთესს ვერაფერს მიიღებს და უკიდურეს შემთხვევაში, იმასაც დაკარგავს, რაც გააჩნია.

Astrologia

ლომი

179-ე გასაღები: ნუ განიცდით, რას ფიქრობენ თქვენზე".

ლომები შეპყრობილები არიან იმ აზრით, რომ ირგვლივ ყველა მათ უნდა ეთაყვანებოდეს. ხოლო თუ არ ეთაყვანებიან, მისით მოხიბლულები უნდა იყვნენ. ლომი თვლის, რომ მისაბაძი მაგალითია და მრავალი ღირსებითაა შემკული, ამიტომ სურს, გარემომცველი საზოგადოებაც შესაბამისად აფასებდეს. ძვირფასო ლომებო, თქვენ ნამდვილად ბევრი დადებითი მხარე გაქვთ, ამიტომ შეწყვიტეთ სხვების აზრზე ფიქრი, ეს გაბრკოლებთ და წარმატების მიღწევაში ხელს გიშლით.

Astrologia

ქალწული

144-ე გასაღები: ნუ გააკრიტიკებთ".

უნდა შეეშვათ გადამეტებულ თვითკრიტიკას და ადამიანებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებაც უნდა დათმოთ. მუდმივად ასწავლით სხვებს, როგორ უნდა იცხოვრონ, როგორ უნდა იაზროვნონ, რა სწორია და რა არასწორი. ნუ გავიწყდებათ, რომ "კრიტიკა ჰგავს ფოსტის მტრედს, რომელიც ყოველთვის უკან გვიბრუნდება".

Astrologia

სასწორი

174-ე გასაღები: ზუსტად განსაზღვრეთ, რა გსურთ".

სასწორი მერყევია, უჭირს გადაწყვეტილებების მიღება და აზრსაც ხშირად იცვლის - სწორედ შეეფერება 174-ე გასაღები. რამაზ გიგაურის აზრით, წარმატების მიღწევისთვის ადამიანმა ზუსტად უნდა განსაზღვროს, რა სურს.

Astrologia

მორიელი

169-ე გასაღები: მიუხურეთ კარი ნეგატიურ წარსულს".

მორიელები რთულად თმობენ მოგონებებს, ბოღმის გულში ჩახვევაც სჩვევიათ და არასდროს ავიწყდებათ, როდის ან რატომ ატკინეს გული. თუ მორიელს წარმატების მიღწევა სურს, მან წარსული უკან უნდა ჩამოიტოვოს: უნდა აპატიოს ადამიანებს, რომლებმაც უკან დახიეს... და უნდა აპატიოს საკუარ თავს, რომ შეცდომები დაუშვა.

Astrologia
მშვილდოსანი

189-ე გასაღები: იყავით პუნქტუალური".

მშვილდოსნის ძლიერ მხარეებს თუ გადავხედავთ, ჩამონათვალში ვერ ვიპოვით პუნქტუალურობას, რადგან ამ ნიშნით დაბადებულებს დროის მართვა უჭირთ. როგორ გგონიათ, წარმატება დაგელოდებათ? არავითარ შემთხვევაში! სწორედ ასე შეაფასეთ დათქმული შეხვედრები და პროექტთა ვადები. რამაზ გიგაური წერს: "ადამიანი, რომელიც აფასებს და აკონტროლებს დროს, თავისი ცხოვრების მმართველი ხდება".

Astrologia
თხის რქა

178-ე გასაღები: "ნუ გეშინიათ შეცდომების დაშვების".

თხის რქა პრაქტიკული, კარიერაზე ორიენტირებული ადამიანია, რომელიც სტატუსებისა და ფინანსური აღზევებისკენ მიისწრაფის. მათ ეშინიათ, რომ ოდესმე ფატალურ შეცდომას დაუშვებენ და ხელიდან გამოეცლებათ ის ყველაფერი, რისთვისაც თავდაუზოგავად შრომობდნენ. დამშვიდდით თხის რქებო, წარმატებას მოგიტანთ სწორედ შიშის განდევნა და შეცდომების მშვიდად მიღება.

Astrologia
მერწყული

176-ე გასაღები: შეინარჩუნეთ ენთუზიაზმი".

მერწყული არის ადამიანი, რომელსაც უამრავი იდეა აქვს, ენთუზიაზმით წამონთებულსაც ხშირად ნახავთ, მაგრამ ამ ენერგიისა და წადილის დიდხანს შენარჩუნება უჭირს, სწორედ ამიტომ გეგმათა დიდი ნაწილი განუხორცილებელი რჩება და წარმატებასაც ვერ აღწევს. სწორედ ამიტომ მათთვის ზედგამოჭრილია წარმატების 176-ე გასაღები. მერწყულებო, რამაზ გიგაური გახსენებთ ჩერჩილის სიტყვებს: "წარმატება - ეს არის შესაძლებლობა, მარცხს მარცხზე განიცდიდე, მაგრამ ინარჩუნებდე ენთუზიაზმს."

Astrologia
თევზები

91-ე გასაღები: მოიცილეთ ცრურწმენები".

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს ეზოთერიკა და ასტროლოგია იტაცებთ, გასაკვირი არცაა, რომ მათ ცრურწმენებისაც სჯერათ. ამოძირკვეთ ისინი გონებიდან. ნუ დაიწყებთ ფსევდოანდაზების ძებნას საკუთარი კრახის გასამართლებლად.

Astrologia

შეგახსენებთ, რომ რამაზ გიგაურის წიგნი "წარმატების 365 გასაღები" 12 ნაწილად, სამუშაო წიგნის სახით გამოიცემა და მკითხველს მისი შეძენა ჟურნალ "გზასთან" ერთად, 26 სექტემბრიდან შეეძლება.