რომელი ზოდიაქოს ნიშანს ელის ივნისის თვეში თავბრუდამხვევი სასიყვარულო რომანი ან განშორება

რომელი ზოდიაქოს ნიშანს ელის ივნისის თვეში თავბრუდამხვევი სასიყვარულო  რომანი ან განშორება

თუმცა, გამომდინარე იქედან რომ მზე ამ თვის მანძილზე ორ ზოდიაქოს ნიშანს – ტყუპსა და კირჩხიბს გადის, თვის პირველ ნახევარში დაწყებული ურთიერთობები ძირითად შემთხვევაში მოკლევადიანი, მსუბუქი სასიყვარულო გატაცება აღმოჩნდება მხოლოდ. ამიტომ მასზე იმედის დამყარებას ნუ იჩქარებთ. გაუფრთხილდით უკვე არსებულ კავშირებს, განსაკუთრებით ივნისის მეორე ნახევრიდან მოგეთხოვებათ ამ მხრივ ყურადღება, იმიტომ რომ ამ პერიოდში ღალატის, ან ღალატის მცდელობის ცდუნება ერთი ორად მოიმატებს. ხოლო ჩადენილ საქციელზე ნებისმიერ ჩვენგანს სამომავლოდ ხანგრძლივად მოუწევს ნერვიულობა. შესაბამისად, თუკი გართულების თავიდან აცილება გსურთ, ნაკლებად უნდა მიუშვათ მოვლენები თვითდინებაზე.

განსაკუთრებით გართულდება ურთიერთობა და კომპრომისზე წაუსვლელობის სურვილი 11-18 ივნისის შუალედში. თუმცა, ამის შემდეგ თვის ბოლომდე, პლანეტების გაცილებით უფრო ჰარმონიული ასპექტაციის გავლენით ცაზე, უკვე იქება შესაძლებელი პარტნიორებს შორის საერთო ენის მარტივად გამონახვა.

თვის მანძილზე განსაკუთრებით გაუმართლებთ რომანტიული ურთიერთობების მხრივ კუროებს, ტყუპს, სასწორებსა და კირჩხიბებს . მეტ-ნაკლებად დაძაბული იქნება ივნისის პირველი ნახევარი ამ მხრივ ლომებისა და მერწყულებისთვის. ხოლო მიმდინარე თვის მეორე ნახევრიდან, გარკვეული პრობლემების წინაშე სასიყვარულო ფრონტზე უკვე თევზები და ქალწულებიც დადგებიან . აქედან გამომდინარე, მანამ სანამ პარტნიორთან დაძაბულ ურთიერთობას კონფლიქტის გზით გადაჭრით, ივნისის თვის ორი უმნიშვნელოვანესი მესიჯი გიახსენეთ "მაქსიმალური ერთგულება და მეტი კომუნიკაცია საყვარელ ადამიანთან".

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?