ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები ქმნიან იდეალურ ოჯახს

ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებული ადამიანები ქმნიან იდეალურ ოჯახს

ერთმანეთს ოჯახის შესაქმნელად და შვილების აღსაზრდელად. ასტროლოგია დაგეხმარებათ, დაქორწინებამდე უკეთ გაერკვეთ საკუთარ თავში და თქვენ მომავალ მეორე ნახევარში

სასწორი და მერწყული

წყვილის ბედნიერების საიდუმლო ისაა, რომ კონფლიქტის მშვიდობიანად დასრულება შეუძლიათ. სასწორი ოჯახს დიდი სიფრთხილითა და სიფაქიზით ექცევა და უმნიშვნელო უთანხმოებაც კი რთულად გადააქვს. სასწორი ყველაფერში, მათ შორის ოჯახურ ცხოვრებაშიც კი ჰარმონიისკენ მიისწრაფვის. მერწყული კი, მიუხედავად სიჯიუტისა და თავისფლებისმოყვარულობისა, ცდილობს, ნებისმიერ სიტუაციაში გამონახოს კომპრომისი. ამიტომაც, სასწორი-მერწყულის დუეტი მუდმივად პატივს სცემს ერთმანეთის ინტერესებს და გვერდს აუვლის კონფლიქტებს. ასეთი ქორწინებაში ბედნიერი ბავშვები იზრდებიან. მათ არ უწევთ მშობლების სკანდალების მოსმენა.

თევზები და კურო

კურო იმით ფასობს, რომ რთულ სიტუაციაშიც კი შეუძლია სულიერი სიმშვიდის შენარჩუნება. არასდროს მისცემს თავს უფლებას, ემოციებს აჰყვეს და მეორე ნახევარს აწყენინოს, თევზების წყენინება ხომ მარტივზე მარტივია. ამასთანავე, ის რბილი და ერთგული ნიშანია. კურო მისთვის მთავარი დასაყრდენი იქნება ქორწინებაში. თევზების აქვთ ერთი კარგი თვისება, – მათ ესმით ადამიანების და ცდილობენ უთანაგრძნონ. კუროსა და თევზების თვისებები ამ ორს საშუალებას მისცემს, მყარი და ძლიერი ოჯახი შექმნან. თანაც, თევზებიცა და კუროც ძალიან კარგად ზრდიან შვილებს.

ქალწული და მორიელი

გარდა იმისა, რომ ქალწული შესანიშნავი მეოჯახეა, ის ერთგული მეგობარიცაა. მას არ აინტერესებთ ინტრიგები. მისი მთავარი საზრუნავი ოჯახი და ოჯახის წევრებზე ზრუნვაა. მას არ აშინებს საოჯახო საქმეები და კარგად გამოსდის შვილების აღზრდა. მორიელი კი მგრძნობიარე და ვნებიანი ნიშანია. მასთან დაქორწინების შემდეგ ცხოვრება მოსაწყენად აღარ მოგეჩვენებათ. გარდა ამისა, მორიელი კარგად ერკვევა ადამიანებში და საკუთარ გრძნობებს ნებისმიერს ვერ ანდობს. მორიელის რჩეული მის ცხოვრებაში ერთადერთი და განუმეორებელი იქნება. შეიძლება მეგობრებთან ერთად გაერთოს, იმხიარულოს, მაგრამ მეუღლისთვის ყურადღებიანი და ერთგული დარჩება.

მშვილდოსანი და ტყუპი

მშვილდოსანი პირდაპირი ადამიანია. არასდროს დამალავს საკუთარ სიმპათიებსა და გრძნობებს და არც უთანხმოებას, თუ მას ადგილი ექნება ურთიერთობაში. სიყვარული მისთვის განძივითაა. იგი შეეცდება აირიდოს უსიამოვნებები და კონფლიქტები, რათა დიდხანს შეინარჩუნოს ეს განძი. მისთვის კარგი მეწყვილე იქნება ტყუპი, რომელსაც ცვალებადი ხასიათის მიუხედავად, მშვილდოსნის ემოციურობა განწყობილებას არ გაუფუჭებთ. ორივე – მშვილდოსანიცა და ტყუპიც საინტერესო ნიშანია. მათ იზიდავთ ერთმანეთი. მათ ოჯახში მუდმივად იქნება რომანტიკული ურთიერთობები.

კირჩხიბი და თხის რქა

ეს ორი ერთმანეთს ყურადღებითა და მზრუნველობით გაანებივრებს. მეუღლე კირჩხიბი, იმითაცაა დასაფასებელი, რომ გრძნობებს ყველაზე კი არ ხარჯავს, არამედ მხოლოდ საყვარელ ადამიანზე. კირჩხიბს უმნიშვნელო ამბავზეც კი შეუძლია ნერვიულობა და ამ დროს მშველელად თხის რქა ევლინება, რომელიც დაამშვიდებს და სირთულეების დაძლევაში დაეხმარება. თხის რქა მუდამ მზადაა სიკეთის კეთებისთვის და ეს შეგრძნება გაასმაგებული აქვს, თუ საქმე საყვარელ ადამიანს ეხება. თხის რქა ძალიან საიმედო, სერიოზული და ალალი ნიშანია. ასეთ ადამიანთან ოჯახის შექმნა ბედნიერებაა. ამასთანავე, მას მუდმივად სურს ასიამოვნოს მეუღლეს, მათ ოჯახში მუდამ სითბო და სიყვარული იტრიალებს. ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვები კი ლაღები და ბედნიერები გაიზრდებიან.

ლომი და ვერძი

ვერძი – სიტყვის ადამიანია. თუ დაგპირდათ, რადაც არ უნდა დაუჯდეს, შეგისრულებთ. პარტნიორს მუდმივად შეიძლება ჰქონდეს მისი იმედი. ლომი ამბიციური და ჯიუტი ნიშანია. თუ რაიმე დაისახა, ვერავინ გადათქმევინებს. დაოჯახების შემდეგ მუდმივად ეცდებიან ერთმანეთის გულისთვის ღირსეული საქციელი ჩაიდინონ. შეაგულიანონ მიზნის მიღწევისთვის და შემდეგ სიძნელეების გადალახვაში დაეხმარონ ერთმანეთს. საკუთარ მაგალითზე აღზრდიან შვილებსაც, რაც უფრო მეტად გააძლიერებს მათ ოჯახს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?