თუმცა ასტროლოგების აზრით, განსაკუთრებით ძნელადაღსაზრდელი ბავშვები ძირითადად სამი ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან. ამიტომ თუკი ღმერთმა ზუსტად ამ სამი ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელი შვილები გარგუნათ - გილოცავთ, მედალი გეკუთვნით მათი აღზრდისთვის. ხოლო თუ მხოლოდ ერთი მათგანის საპატიო მშობლობა გერგოთ წილად შედარებით ნაკლებად დაზარალდება თქვენი ნერვული სისტემა. თუმცა სირთულეებს მაინც უნდა ელოდოთ, იმიტომ რომ ძნელადაღსაზრდელთა სამეულის ნებისმიერი წარმომადგენელი ჩვილობის ასაკიდან ავლენს პიროვნულ თვისებებს.
ესენია – ვერძი, ლომი და მორიელი . ვერძები პირველობის მოყვარულები, ამბიციურები, ხიფათიანები და მოუსვენრები არიან. ამასთან ერთად, რამდენჯერაც არ უნდა წაიტეხონ ცხვირი, მათი უმრავლესობა ვერასოდეს სწავლობს ჭკუას შეცდომებზე და მონდომებით აგრძელებს იგივეს გამეორებას.
ლომებს შედარებით მეტი დაკვირვებულობა გააჩნიათ, მაგრამ სიცელქეში თანასტიქიელ ვერძებს ღირსეულად უმშვენებენ მხარს. ამიტომ, თუ ამ ორი ეგზემპლარის ბედნიერი მფლობელი ხართ ოჯახში, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია, თქვენი ქრონიკული თავის ტკივილის მიზეზები.
აი, რაც შეეხება მორიელს, იგი შედარებით მშვიდი ჩანს ურთიერთობაში და ერთი შეხედვით გაწონასწორებული, დამჯერი და სერიოზული ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებს, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. იმიტომ რომ, ზუსტად მორიელს შეუძლია მშობლები საკუთარი ხასიათის ექსტრემალური გამოვლინებით, უაპელაციო პრინციპულობითა და სიჯიუტით გააოცოს პერიოდულად. გარდა ამისა, იგი სხვადასხვა სახის ტრამვებს და ფატალურ შემთხვევებსაც მაგნიტივით იზიდავს. მოდი და ნუ გაგიჭირდება ასეთი ონავარის დედობა.