პლანეტები არამარტო ჩვენს გარეგნობაზე, ფინანსურ წარმატებასა და პროფესიულ მონაცემებზე არიან პასუხისმგებელნი, უფრო მეტიც მათი გავლენა ხშირად სექსუალური ორიენტაციის ჩამოყალიბებაზეც ვრცელდება. ამიტომ ის თუ კონკრეტულად ზოდიაქოს რომელი ნიშნით მოევლინა პიროვნება ამ ქვეყანას და კერძოდ რომელი პლანეტა ითვლება მისი ზოდიაქოს ნიშნის მფარველად, ხშირად გვაძლევს ინფორმაციას ზემოთ ხსენებული ინდივიდის სექსუალურ მიდრეკილებებზე.
როგორც ასტროლოგები ვარაუდობენ, სტატისტიკურად ყველაზე მეტად ე.წ. "არატრადიციული სექსუალური ორიენტაციისკენ" მიდრეკილება კირჩხიბებს, მერწყულებს, ქალწულებს და თევზებს გააჩნიათ . თუმცა მათ შორისაც არსებობს კონკრეტული დიფერენცია. მაგალითად ჰომოსექსუალები კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ მამრებში სჭარბობენ (მაგ. მომღერალი ჯორჯ მაიკლი) იმიტომ რომ, მათი მმართველი პლანეტა მთვარე ქალური ენერგეტიკის მატარებელი პლანეტაა. შესაბამისად, მამაკაც კირჩხიბებში გარკვეული ფემინურობა ყოველთვის შეიმჩნევა. რაც შეეხებათ ლესბოსელებსა და ბისექსუალებს , ამ მხრივ ყველაზე ხშირი შემთხვევები მერწყულებს შორის ფიქსირდება (მაგ. ელენ დე ჯენერისი და მისი პარტნიორი ქალი პორტია, ორივე მერწყული). თუმცაღა მერწყულის შემთხვევაშიც მოიძებნება კონკრეტული ახსნა. ზოდიაქოს ამ ნიშნის მმართველი პლანეტა ურანი ხომ ზოგადად ორსქესიან პლანეტად ითვლება. ამიტომ მისი ბისექსუალური ენერგია მერწყულის ნიშნით დაბადებულებზეც აქტიურად ვრცელდება. აი, რაც შეეხებათ ქალწულებს , მათში ყველაზე ხშირად ვხვდებით პედოფილებსა და სხვადასხვა სექსუალური გადახრების მქონე ხალხს. ამის მიზეზი სავარაუდოდ ტიპური ქალწულისთვის დამახასიათებელი ფრიგიდული ბუნებაა. შესაბამისად, მას ყოველთვის ესაჭიროება რაიმე სახის "სტიმულატორი" საკუთარ თავში სექსუალური პოტენციალის "მოსაქოქად".
დაბოლოს, "შავი სიის" უკანასკნელი წევრი თევზებია . როგორც სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, თევზებს შორისაც უმეტესწილად ჰომოსექსუალური მიდრეკილების მქონე ხალხი ჭარბობს. ნეპტუნი – თევზების მმართველი პლანეტა, ამ ადამიანებს ემოციურობასა და მუდმივი დაუცველობის შეგრძნებას ანიჭებს. გარდა ამისა, თევზები ხასიათის სირბილითაც გამოირჩევიან. ყოველთვის ურჩევნიათ თავისზე უფრო ძლიერს "მიეკედლონ" და მიანდონ თავი. მათ შორის საკუთარი პრობლემების გადაჭრაც.
თუმცა, ზემოთ თქმული სტატისტიკა მხოლოდ და მხოლოდ ზოგად კვლევებს ეფუძნება. სინამდვილეში კი საიმისოდ რომ ზუსტად დადგინდეს არის თუ არა ამა თუ იმ ადამიანში სექსუალური გადახრა ან ამის ალბათობა, აუცილებელია ამ უკანასკნელის ინდივიდუალური რუკის დეტალური ანალიზი და მხოლოდ ამის შემდგომ უნდა დაისვას დიაგნოზი.