ოქტომბერი ხშირად კარდინალური ცვლილებების დროა ბევრი ჩვენგანის ცხოვრებაში. ამიტომ აუცილებელია, რომ შემოდგომის მეორე და ყველაზე აქტიურ თვეს შესაბამისად მომზადებული შევხვდეთ. არსებობს კონკრეტული დღეები ოქტომბერში, როცა მნიშნვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად ხელსაყრელი პერიოდი დგება.
1-2 ოქტომბერი - ეს პერიოდი ახალმთვარეობას ემთხვევა და საუკეთესო დროა საიმისოდ, რომ შორსმიმავალი გეგმები დასახოთ. სასურველია, ამ პერიოდში ახალი კონტაქტების დამყარებაც.
9-10 ოქტომბერი - ეს ის პერიოდია, როცა თქვენი ოცნებები რეალურად იძენენ ფორმას. თუკი გაქვთ რაიმე ტიპის ჩანაფიქრი, ზუსტად ამ დღეების მანძილზე მოგეცემათ პირველი, რეალური შანსები ამ პროექტების ადგილიდან დასაძვრელად.
16 ოქტომბერი - სავსემთვარეობას ემთხვევა. მთვარე ვერძის ზოდიაქოში იქნება ამ დროს. რაც იმას ნიშნავს, რომ ემოციების კონტროლი გაჭირდება. სამაგიეროდ, იდეალური პერიოდია ნებისმიერი ჩანფიქრის სისრულეში მოსაყვანად.
17-18 ოქტომბერი - საუკეთესო დროა პროფილაქტიური მკურნალობის დასაწყებად ან დიეტისთვის.
23-24 ოქტომბერი - შეიძლება ითქვას, რომ ოქტომბრის თვის ორი ყველაზე კრიტიკული თარიღია. გახსოვდეთ, რომ ამ პერიოდში
დასრულებული ან დანგრეული ურთიერთობები აღარასოდეს აღდგება. ამიტომ მოუფრთხილდით პარტნიორულ კავშირებს.
30 ოქტომბერი - მეორე ახალმთვარეობა ამ თვეში. გაიხსენეთ რა სახის მოვლენებს დაუდეთ საფუძველი თვის დასაწყისში? თუკი ერთიანობაში ოქტომბერი ნეგატიური ფაქტებით დაგამახსოვრდათ, ზუსტად 30 ოქტომბერს გეძლევათ შანსი დაასრულოთ ეს ნეგატიური ჯაჭვი. ხოლო თუ რაიმე ახალი ტიპის წამოწყებას ჩაუყარეთ საფუძველი, მომდევნო თვეებში მათი წარმატების შანსები ერთი ორად იზრდება.