რუსეთში ყველაზე პოპულარული ასტროლოგის რჩევები ახალ წელთან შესახვედრად

რუსეთში ყველაზე პოპულარული ასტროლოგის რჩევები ახალ წელთან შესახვედრად

საკუთარ ქვეყანაში უსაზღვრო პოპულარობის მქონე და ე.წ. "რუსული ასტროლოგის ბებიად" წოდებული ვასილისა ვოლოდინა, საკუთარ მკითხველებს სამ ოქროს წესს უმხელს, რომლის დაცვითაც აუცილებელია, რომ შევხვდეთ დამდეგ ახალ წელს.

1. დაანახვეთ მაიმუნს კეთილგანწყობილება - იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ გამოუსწორებელ სკეპტიკოსთა რიცხვს განეკუთვნებით და მიგაჩნიათ, რომ "ჰოროსკოპები სისულელეა" აუცილებელია, მაიმუნის გულის მოსაგებად, თუნდაც ხილით სავსე სინი მაინც დადოთ საახალწლო სუფრაზე. ან ნაძვის ხე მორთოთ მოწითალო-ნარინჯისფერი ტონალობის სათამაშოებით.

2. დაიცავით ზომიერება - მართალია, ასტროლოგები ერთხმად გვიმტკიცებენ, რომ ახალ წელს წითელ ფერებში გამოწყობილი უნდა შევხვდეთ, მაგრამ თუკი თქვენ თვლით, რომ წითელი საშინლად არ გიხდებათ, არ არის აუცილებელი თავს აიძულოთ რამე. მაიმუნს კომფორტი უყვარს, არ უყვარს შეზღუდვები. შესაბამისად, თქვენი ეს უხერხულობა, რომელსაც არასასურველ სამოსში გამოწყობა შექმნის მას ნამდვილად არ ეპიტნავება. ჩაიცვით რაც გსურთ და იყავით ლაღი. ეს მთავარი კანონია ახალ წელთან შესახვედრად.

3. სწორად ჩამოაყალიბეთ საახალწლო სურვილები - მაიმუნის წელი არაპროგნოზირებადობითა და მოულოდნელობით გამოირჩევა. ამიტომ თუ გსურთ, რომ მაიმუნმა არ "გაგამაიმუნოთ" სწორად ჩაიფიქრეთ სურვილები. მაქსიმალური სიზუსტით მოახდინეთ მათი ფორმულირება და შეეცადეთ ისინი, რაც შეიძლება ორიგინალური, ჯადოსნური და რისკით სავსე იყოს.

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?

რო­გორ შევ­ხვდეთ 2020 წელს სწო­რად?