ეს მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი კი დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ კონკრეტულად რა მოვლენები და სფეროები იქნება პრიორიტეტული თქვენთვის მომავალ 2014 წელს. ქვემოთ მოცემული ვარიანტებიდან ერთ-ერთი, ყველაზე ოპტიმალური და თქვენთვის მისაღები ვარიანტი აირჩიეთ და რაც მთავარია პასუხებში არავითარ შემთხვევაში არ ჩაიჭყიტოთ წინასწარ!
1 გველი რომელიც ტყავს იცვლის ულამაზესი სანახაობაა ...
2 გველი ხის ფოთლებში მიმალულა...
3 დიდი, თეთრი და ულამაზესი გველი მიიკლაკნება გზაზე ...
4 გველი ყვავილების ბუჩქში იმალება სულაც არ არის საშიში...
5 გველი წყალში, მომნუსხველი და ულამაზესი სანახაობაა...
6 გველი რომელიც ცეცხლში იწვის, ჰგავს კოცონზე ჯადოქრის დაწვის ცერემონიალს...
7 გველი დაიჭირეთ, მისი არ გეშინიათ და არც გაშვებას აპირებთ
8 გველი მოკალით, ასე მოხდა თუმცა თვლით რომ საჭირო იყო ეს ნაბიჯი თქვენივე სიმშვიდისთვის
9. სიამოვნებით მიირთმევდით გველის ხორცით მომზადებულ კერძებს. გიყვართ ეგზოტიკა.
10 გველი ფეხებთან გისრიალებთ, ცდილობთ შიშს სძლიოთ, სიმშვიდეს ინარჩუნებთ და ცდილობთ აცალოთ მას თავისი გზაზით სვლა...
11 გველი თქვენთვის სიბრძნის და უძველესი მითოლოგიური ისტორიების სიმბოლოა
12 რატომღაც გველის ხსენებაზე თვალწინ დრაკონი წარმოგიდგებათ, მას კი დადებით ემოციებს უკავშირებთ...
ახლა კი გაეცანით პასუხებს
1. გველი რომელიც ტყავს იცვლის - ამ წელს თქვენ ცხოვრებაში მოსალოდნელია, ძალიან გონიერ, იშვიათი ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანთან ნაცნობობა. იგი თქვენ სულიერ ზრდაში დაგეხმარებათ და მოგცემთ ბიძგს მთლიანად შეიცვალოთ მსოფლმხედველობა. ამას გარდა წლის მანძილზე აქტუალური იქნება ჯანმრთელობის საკითხიც.
2. ხის ფოთლებში დამალული გველი - წლის მანძილზე ბევრი კრეატიული იდეა გაგიჩნდებათ. თუმცაღა მათი რეალიზაციის გზები თავად უნდა მონახოთ და რაც მთავარია მაქსიმალური პრინციპულობა გამოავლინოთ ამ მხრივ.
3. თეთრ გველი - დამდეგი წელი ბევრ მოულოდნელობას და სიურპრიზს გპირდებათ. ეს შეიძლება იყოს ახალი რომანტიული ნაცნობობა, ლატარიაში მოგების შანსი და ა.შ
4. ყვავილისი ბუჩქში დამალული გველი მომავალ წელს ბავშვებთან და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს გაგიაქტიურებთ. ამას გარდა, თუ მდედრობითი სქესის ბრძანდებით მოსალოდნელია დაუგეგმავი ორსულობა.
5. წყალში მოსრიალე გველი - საცხოვრებლის ცვლას ან რემონტს ნიშნავს. შესაძლოა ამ წელს სამსახურიც შეიცვალოთ ან გადაკვალიფიცირდეთ სხვა თანამდებობაზე.
6. გველი ცეცხლში - სოციალური სტატუსის ცვლილებას გპირდებათ. შესაძლოა ამ წელს დაოჯახდეთ კიდეც.
7. თუკი გველი დაიჭირეთ - ე. ი მომავალ წელს გელით გავლენიანი, მდიდარი და ძლიერი მფარველის ან საქმიანი პარტნიორის პოვნა. შესაძლოა ეს მფარველი თქვენი მეორე ნახევარიც გახდეს.
8. თუკი წარმოიდგინეთ თითქოს გველის მოკვლის აუცილებლობა დადგა თქვენს წინაშე ეს იმას ნიშნავს, რომ მომავალ წელს ყველა თქვენს ფარულ და ღია მტერზე ღირსეული გამარჯვება გელით. ზოგადად ეს იქნება წელიწადი რომლის მეშვეობიდათ თქვენს ცხოვრებაში ე.წ „შავი ზოლი“ დასრულდება სამუდამოდ.
9. იმ შემთხვევაში თუ გველის ხორცის დაგემოვნებაა თქვენი საპასუხო ვარიანტი - დამდეგ წელს საკუთარ ფესვებთან დაბრუნების მოთხოვნილება გაგიჩნდებათ. მეტ ყურადღებას დაუთმობთ მშობლებს და ნათესავებს.
10. თუკი გველი ფეხებთან გისრიალებთ - მომავალ წელს ვნებიანი სასიყვარულო თავგადასავალი, დრამატული ისტორიები და ბევრი ემოცია გელოდებათ. იმ შემთხვევაში თუ დაოჯახებული ბრძანდებით, გაუფრთხილდით ოჯახურ ურთიერთობებს.
11. თუ გველი სიბრძნის სიმბოლოდ და უძველესი მითოსის განსახიერებად წარმოგესახათ - მოგიწევთ გარშემომყოფებს დაეხმაროთ პრობლემების დაძლევაში, სულიერების ამაღლებასა და ტრანსფორმაციაში. შესაძლოა ეს ყველაფერი თქვენი უშუალო სურვილის გარეშეც მოხდეს და უბრალოდ სტიმული მისცეთ ვინმეს საკუთარი არსებობით საიმისოდ, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.
12. თუკი დრაკონი წარმოიდგინეთ - მომავალ წელს მოულოდნელი ფინანსური სტაბილურობა გელით., თუმცაღა ეს გარშემომყოფების მხრიდან თქვენ მიმართ შურისა და ინტრიგების მიზეზიც გახდება. ზოგადად წლის მანძილზე ყველაზე აქტუალური თემა ფინანსები იქნება.